ბოეთანის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბოეთანის დარბაზული ეკლესია — ქართული ტაძარი და ხუროთმოძღვრების ძეგლის კახეთის გაღმა მხარეში, ისტორიულ ქალაქი ბოეთანში (დღევანდელი ბოსტან-ქალაქის ნაქალაქარი). ტერიტორია დღესდღეობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაშია.

ბოეთანში, რომელიც საფიქრებელია, რომ ჯერ კიდევ ადრინდელ ფეოდალურ ხანაში სამეფო ქალაქი იყო, გვხვდება ნაეკლესიარი. იგი ნაშენები იყო აგურით. ეკლესიას გარედან მთელ პერიმეტრზე თაღები გასდევდა. ძეგლის პირველი მკვლევრის ლ. ჭილაშვილის ვარაუდით, ეკლესია XVI საუკუნეში უნდა ყოფილიყო აგებული, მაგრამ არქიტექტურული დეტალები, სარკმლის ფორმა და დეკორი საშუალებას იძლევა, ძეგლი VIII-IX საუკუნეებით დათარიღდეს. ბოეთანი ყიზილბაშთა შემოსევების დროს განადგურდა. შენობიდან დღეისთვის მხოლოდ საკურთხეველია გადარჩენილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]