ბოდიჩიტა
ბოდჰიჩიტტა (სანსკ. बोधिचित्त ბოდჰიჩიტტა „გამოღვიძებული ცნობიერება“; ტიბ. བྱང་ཆུབ་ཀྱི་སེམས་ ჯანგჩუბ ჩისემ/ბჲანგ ჩუბ კჲი სემს; ჩინ. 菩提心 ფუტიჰსინ; იაპ. 菩提心 ბოდაიშინ; ვიეტ Bồ-đề tâm) - მაჰაიანური ბუდიზმის ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობითი საფუძველი დოქტრინა, რ-იც ქადაგებს ყველა ცოცხალი არსების სიყვარულს; ბოდჰისატტვების მსახურობა ყველა ცოცხალი არსების რეინკარნაციის ციკლისგან სახსნელად.
„ბოდჰიჩიტტა“ ბუდათა სწავლების მთავარი აზრია, ბოდჰი ნიშნავს სრულ გასხივოსნებას, ხოლო ჩიტტა - ცნობიერებას, გონებას. ბოდჰიჩიტტა სიტყვასიტყვით არის „გამოღვიძებული ცნობიერება“.
- გასხივოსნების მიღწევა ყველა ცოცხალი არსების სასიკეთოდ. ბოდჰიჩიტტას „დევიზი“ ასეთია: - დაე გავხდე ბუდა ყველა ცოცხალი არსების სასიკეთოდ.
- ძოგჩენში ტერმინ რიგპას სინონიმია.
ვინც თავში ბოდჰიჩიტტა „გამოაღვიძა“ ბოდჰისატტვაა.
ბოდჰიჩიტტას მანტრა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ბოდჰიჩიტტას განვითარება“
ჰო: ნა ცოგ ნანგ ვა ჩუ დეჲი ძუნ რი კჲი ჰო.: მოჯადოებულნი ჩვენებათა ნაირსახეობით, წყალში მთვარის ანარეკლის მსგავსად,
ქორ ვა ლუ გუ გჲუდ დუ ქჲამ პი დრო არსებები უსასრულოდ დაეხეტებიან სანსარაში,
რანგ რიკ ო სალ ჯჲინგ სუ ნგალ სოი ჩირ რათა განიტვირთონ საკუთარი თვითარსებული საცნაურყოფის ნათელ ყოვლისმომცველ სფეროში,
ცე მე ჟი ჲი ნგანგ ნე სემ კჲე დო მე ვაღვივებ ბოდჰიჩიტტას ოთხი განუზომელი მდგომარეობის საშუალებით.
ეს მანტრა იკითხება სამჯერ.