ბოდელე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მტვირს ქარიშხალი ბოდელეზე, კოსმოსური სურათი

ბოდელე — ვრცელი ღრმული საჰარის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთიდან შემოფარგლულია ტიბესტის და ენედის პლატოს მთიანეთით. ღრმული მდებარეობს ბორკუს რეგიონში, რომელიც ჩადის ყველაზე უფრო დაბალი წერტილია და რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 155 მეტრზე იმყოფება.

ბოდელე წარმოადგენს ჰოლოცენის ეპოქაში არსებული დიდი ტბის ნარჩენს, დაახლოებით 400 ათასი კმ² ფართობით, რომლის ნაწილი იყო ჩადის ტბა. დღეისათვის მხოლოდ ჩადის ტბის წყლის მაქსიმალური დონის პერიოდში მდინარე ბაჰრ-ელ-გაზალის საშუალებით წყალი გადმოედინება ბოდელეში და იქმნება პატარა სწრაფად დაშრობადი წყალსატევი. დანარჩენ დროს არსებობს ღრმულამდე მიუღწევადი მიწისქვეშა ჩამონადენები. მტვრიანი ქარიშხლების დროს, რომლის რაოდენობა წელიწადში ასამდეა, ყოფილი ტბის ფსკერზე არსებული ნალექები მუდამ ჰაერში იწევს.[1] ქარიშხლები სამხრეთ ამერიკამდე აღწევს.

კოორდინატები: 16°57′22″ ჩ. გ. 17°46′51″ ა. გ. / 16.956222° ჩ. გ. 17.780889° ა. გ. / 16.956222; 17.780889

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Washington R, et al. Dust and the Low Level Circulation over the Bodélé Depression, Chad: Observations from BoDEx 2005, J. Geophys. Res.Atmospheres Vol. 111, No. D3, D03201.