ბოდავის კოშკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოდავის კოშკეში — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ ბოდავის დასავლეთით, 0,3 კილომეტრის მანძილზე, ერთმანეთთან ახლოს. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით.

ერთი კოშკი სწორკუთხაა, ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: კედლების ზედა ნაწილი და ხის სართულშუა გადახურვა ჩამოშლილია. შემორჩენილია კოშკის ოთხი სართული. შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა, პირველი სართულის დონეზე. მომდევნო სართულების აღმოსავლეთ კედელში თითო სწორკუთხა, პატარა სარკმელია. მეორე კოშკი ზურგიანია. დგას სწორკუთხა კოშკიდან აღმოსავლეთით, 25 მეტრის მანძილზე. ნაგებია კლდის ნატეხი ქვით. თითქმის მთლიანად დანგრეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]