ბოგდანოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოგდანოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
Богдановская церковь-2.jpg
ბოგდანოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ბოგდანოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1891

ბოგდანოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუს. Церковь Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ეკლესია კამენის რაიონის სოფელ ბოგდანოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას. ეკლესიის მშენებლობის დაწყების თარიღი უცნობი, ხოლო მისი აშენება დაასრულეს 1891 წელს.

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, კამენის რაიონი, სოფელი ბოგდანოვი, კიროვის ქუჩა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოგდანოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია, რომელიც აგებულია 189 წელს, წარმოადგენს როსტოვის ოლქის კამენის რაიონისიმ ოთხ ეკლესიათაგან ერთ-ერთს, რომელიც კარგადაა შემონახული და დაცულია ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეკლესიაში ღვთისმსახურება აკრძალეს და დახურეს. მისი ხელმეორედ გახსნა მოხდა, 1943 წელს, მას შემდეგ, რაც ხუტორი გაათავისუფლეს გერმანელთა საოკუპაციო ჯარისაგან. ეკლესიაში ღვთისმსახურება გაგრძელდა 1962 წლამდე, სწორედ იმ პერიოდამდე როდესაც დაიწყო ნიკიტა ხრუშჩოვის შეტევა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის საეკლესიო ცხოვრებაზე. იყო ეკლესიის დანგრევის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა, რის შემდეგაც იგი გადააქციეს კიროვის სახელობის საბჭოთა კოლმეურნეობის ხორბლის საწყობად.

მესამედ ეკლესიაში ღვთისმსახურება არსდგა და გაიხსნა 1990 წელს. მის აღდგენაში დიდი წვლილი შეიტანეს კაზაკებმა ყოფილ სოფელ გუნდოროვსკიდან. მის აღდგენაში მოსახლეობას დახმარებას უწევდა ასევე ცირკის მსახიობი, რუსეთის ფედერაციაში გრამაფონების პირველი მუზეუმის დამაარსებელი ვლადიმირ დერიაბკინი, რომელიც წარმოშობით იყო ბოგდანოვის მეზობელ ხუტორ ხობოსტოკიდან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]