შინაარსზე გადასვლა

ბობ დილანი: ყველასთვის უცნობი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ბობ დილანი: ყველასთვის უცნობი“
რეჟისორი ჯეიმზ მენგოლდი
პროდიუსერი პიტერ ჯეისენი, ჯეიზს მენგოლდი, ალექს ჰაინემანი, ბობ ბუკმანი, ალან გასმერი, ჯეფ როზენი, ტიმოთი შალამე
სცენარის ავტორი ჯეი კოქსი
ეფუძნება დილანი ელექტრონულზე გადადის
როლებში ტიმოთი შალამე, ედვარდ ნორტონი, ელ ფანინგი, მონიკა ბარბარო, ბოიდ ჰოლბრუკი
მწარმოებელი კომპანია Searchlight Pictures[1], Veritas Entertainment Group,[1] White Water[1], Range Media Partners,[1][2] The Picture Company,[1]
დისტრიბუტორი Searchlight Pictures
გამოსვლის თარიღი 2024 წლის 10 დეკემბერი, 2024 წლის 25 დეკემბერი (აშშ)
ხანგრძლივობა 141 წუთი
ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგისური
ბიუჯეტი 50–70 მილიონი დოლარი[3]
შემოსავალი 134.9 მილიონი დოლარი[4]

სრულიად უცნობი — 2024 წლის ამერიკული ბიოგრაფიულ-მუსიკალური დრამატული ფილმი, რომელიც დადგა ჯეიმზ მენგოლდმა. სცენარის ავტორია ჯეი კოქსი. ფილმი ეფუძნება ელაია ვალდის 2015 წლის წიგნს დილანი ელექტრონულზე გადადის! და ასახავს დილანის ცხოვრებას მისი ადრეული ფოლკ მუსიკის წარმატებიდან იმ საკამათო მომენტამდე, როდესაც მან ელექტრო ინსტრუმენტები გამოიყენა. ტიმოთი შალამე (რომელიც ასევე პროდიუსერია) ასრულებს დილანის როლს, ხოლო ედვარდ ნორტონი, ელ ფანინგი, მონიკა ბარბარო, ბოიდ ჰოლბრუკი, დენ ფოგლერი, ნორბერტ ლეო ბუცი, ერიკო ჰაცუნე, ბიგ ბილ მორგანფილდი, უილ ჰარისონი და სკუტ მაკნეირი დამატებით როლებში გვევლინებიან.

ფილმის სათაური აღებულია ბობ დილანის 1965 წლის სინგლის Like a Rolling Stone-ის მისამღერიდან.

ყველასთვის უცნობი ინგლ. A Complete Unknown პრემიერა შედგა დოლბის თეატრში ლოს-ანჯელესში 2024 წლის 10 დეკემბერს და აშშ-ში გამოვიდა Searchlight Pictures-ის მიერ 2024 წლის 25 დეკემბერს. ფილმმა მსოფლიო მასშტაბით 134.9 მილიონი დოლარი მოაგროვა და კრიტიკოსებისგან ძირითადად დადებითი შეფასებები მიიღო. ის დასახელდა 2024 წლის ათი საუკეთესო ფილმის სიაში ამერიკის კინოინსტიტუტისა და ეროვნული მიმოხილვის საბჭოს მიერ, რომელმაც ასევე მიანიჭა ელ ფანინგს საუკეთესო დამატებითი მსახიობი ქალის ჯილდო.[5] ფილმმა რვა ნომინაცია მოიპოვა 97-ე აკადემიის დაჯილდოებაზე, მათ შორის საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო მსახიობის (შალამე), საუკეთესო მხარდამჭერი მსახიობის (ნორტონი) და საუკეთესო მხარდამჭერი მსახიობი ქალის (მონიკა ბარბარო) კატეგორიებში. ასევე მიიღო სამი ნომინაცია 82-ე ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე (მათ შორის საუკეთესო მხატვრული ფილმი – დრამა), ოთხი – მსახიობთა გილდიის 31-ე დაჯილდოებაზე (სადაც შალამემ საუკეთესო მსახიობის ჯილდო მოიპოვა) და ექვსი – ბრიტანეთის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე (მათ შორის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში).

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

1961 წელს ბობ დილანი ავტოსტოპით მიემგზავრება ნიუ იორკში, რათა შეხვდეს თავის მუსიკალურ კერპს, ვუდი გათრის, რომელიც ნელა კვდება ჰანტინგტონის დაავადებით. დილანი ხვდება გათრის საავადმყოფოში მის ახლო მეგობარ პიტ სიგერთან ერთად. დილანი ასრულებს სიმღერას, რომელიც გათრისთვის დაწერა, რითაც შთაბეჭდილებას ახდენს ორივე ფოლკ მუსიკოსზე. პიტი დილანს იწვევს თავის ოჯახთან საცხოვრებლად და თანდათან აცნობს ახალბედას ნიუ იორკის ფოლკ სცენას.

ჯოან ბაეზის გამოსვლის შემდეგ პიტი წარადგენს დილანს ღია მიკროფონის საღამოზე, რომელსაც ესწრებიან ინდუსტრიის აღმასრულებლები და მენეჯერი ალბერტ გროსმანი. დილანი ეარშიყება ბაეზს და შთაბეჭდილებას ახდენს პუბლიკაზე. შემდეგ დილანი იწყებს მუშაობას ალბომზე, მაგრამ ლეიბლის მოთხოვნით იძულებულია ჩაწეროს, ძირითადად, ქავერები. თავდაპირველად ჩანაწერის გაყიდვები კარგი არაა.

დილანი კონცერტზე ხვდება სილვი რუსოს და ხიბლავს მას თავისი წინააღმდეგობრივი მოსაზრებებით. ისინი იწყებენ ურთიერთობას და დილანი გადადის მის ბინაში. ევროპაში სასკოლო მოგზაურობაში წასვლამდე სილვი და ბობი კამათობენ. სილვის აწუხებს დილანის მცდელობა დამალოს თავისი წარსული. მიუხედავად ამისა, ის ამხნევებს მას, რომ იბრძოლოს საკუთარი ორიგინალური გემოვნების ჩამოყალიბებისთვის. სილვის არყოფნისას დილანი იყენებს პოლიტიკურ და სოციალურ არეულობას, რათა შექმნას თავისი სოციალური შინაარისი მქონე. ეს იქცევს ჯოან ბაეზის ყურადღებას. მათ გარდა მუსიკალური თანამშრომლობისა, აქვთ რომანიც. სილვი ეჭვობს, როდესაც ხედავს დილანის პროფესიულ სიახლოვეს ბაეზთან. საბოლოოდ კი 1965 წლისთვის დილანი და სილვი ერთმანეთს დაშორდება.

ბობ დილანი ვარსკვლავი გახდება, მაგრამ წუხს იმაზე, რომ მას არ აქვს შემოქმედებითი თავისუფლება, რადგან იძულებულია მუსიკალური ინდუსტრიის მოლოდინები გაამართლოს. ეს ყველაფერი მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ცუდად მოქმედებს. ბობიმ ჩაშალა რამდენიმე ტურიც კი.

დილანის სურვილი განთავისუფლდეს მოლოდინებისგან უბიძგებს ექსპერიმენტებისაკენ. ის გადაწყვეტს, ელექტრო გიტარითა და როკ ინსტრუმენტებით გაამდიდროს თავისი მუსიკალური შემოქმედება. ეს უკანსკნელი კი საკამათო საკითხია ფოლკ მიმართულებაში. დილანი ერთ-ერთ ფესტივალზე იწვევს სილვის იმედოვნებს, რომ აღადგენს მასთან ურთიერთობას. სილვი დასთანხმდება, მაგრამ ბაეზთან დუეტის ("It Ain't Me Babe") ნახვის შემდეგ, აცნობიერებს, რომ ვერასოდეს იქნება კომფორტულად მათ ურთიერთობაში და ბობს მიატოვებს. ამასთან, კომიტეტი ცდილობს, გადააფიქრებინონ ბობ დილანს, არ გამოიყენოს რეპერუარში ელექტრო ინსტრუმენტები. ამის შემდეგ ბობი ნახავს ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ჯონი ქეშის, რომელიც ამხნევებს დილანს და მოუწოდებს, ჩაატაროს ელექტრონული შოუ. დილანი ასრულებს თავის გეგმას. პუბლიკის რეაქცია მწვავეა. მათ არ მოსწონს ბობ დილანის გარდასახვა. კომიტეტი, პიტის ჩათვლით, ცდილობს ხმის ჩაჭრას, მაგრამ ამას ხელს უშლიან გროსმანი და პიტის ცოლი ტოში. დილანი თავდაპირველად უარს ამბობს პიტისა და ფესტივალის ორგანიზატორების თხოვნაზე, რომ შეასრულოს ფოლკ სიმღერა, მაგრამ თანხმდება, როდესაც ქეში სთავაზობს მას თავის აკუსტიკურ გიტარას.

მეორე დილით, ნიუპორტიდან გამოსვლისას, ბაეზი დაეწევა დილანს და აღნიშნავს, რომ მან „გაიმარჯვა", რომ ბოლოს და ბოლოს მიიღო თავისუფლება. დილანი უკანასკნელად სტუმრობს გათრის, ემშვიდობება მას, სანამ ქალაქს დატოვებს თავისი მოტოციკლით.

2023 წლის აპრილში მენგოლდმა განაცხადა, რომ ძირითადი გადაღებები, სავარაუდოდ, დაიწყებოდა 2023 წლის აგვისტოში ნიუ-იორკსა და მონრეალში, მაგრამ გადაღებები გადაიდო ივლისში 2023 წლის SAG-AFTRA-ს გაფიცვის გამო. [6] გადაღებები დაიწყო 16 მარტს. წარმოება დასრულდა 2024 წლის ივნისის ბოლოსთვის.[7] [8]

ედვარდ ნორტონმა განაცხადა, რომ ძირითადი გადაღების დროს ტიმოთი შალამე თავს არ ზოგავდა როლის გათავისებისათვის. მას არ ჰქონდა კონტაქტი მეგობრებთან ან ვიზიტორებთან გადასაღებ მოედანზე.[9] შალამეს გადასაღებ მოედანზე მენგოლდი და სხვები ხშირად მოიხსენიებდნენ ბობსაც კი ეძახდნენ.[10] შალამემ თავი შეიკავა მობილური ტელეფონის გამოყენებისგან, რაც საშუალებას აძლევდა მას სრულად ჩართულიყო პერსონაჟის ფსიქო-ტიპში.[11]

ფილმის პრემიერა შედგა დოლბის თეატრში ჰოლივუდში 2024 წლის 10 დეკემბერს.[12] ის გამოუშვა Searchlight Pictures-მა შეერთებულ შტატებში 2024 წლის 25 დეკემბერს, ხოლო შემდეგ გამოვიდა გაერთიანებულ სამეფოში 2025 წლის 17 იანვარს.[13][14] დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში პირველი უქმე დღეების განმავლობაში.[15] ფილმს ასევე ჰქონდა შეზღუდული IMAX-ის ჩვენება, შედეგად, გამოშვება დაიწყო 2025 წლის 3 იანვარს.[16] ის წარმოდგენილი იყო როტერდამის 54-ე საერთაშორისო კინოფესტივალის Limelight სექციაში, რომელიც უნდა ეჩვენებინათ 2025 წლის თებერვალში.[17] ფილმის თეატრალური პრევიუ პარიზში გაიმართა 2025 წლის 15 იანვარს.[18] ის გამოვიდა საფრანგეთის დანარჩენ ნაწილში 2025 წლის 29 იანვარს.[19]

კრიტიკული გამოხმაურება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიმოთი შალამე, ედვარდ ნორტონი და მონიკა ბარბარო კრიტიკოსებმა აღიარეს თავიანთი შესრულებისთვის და მოიპოვეს აკადემიის ჯილდოს ნომინაციები საუკეთესო მსახიობისა და საუკეთესო დამხმარე მსახიობისა და მსახიობი ქალის კატეგორიებში.

Rotten Tomatoes 325 კრიტიკოსის მიმოხილვების 82% დადებითია, საშუალო შეფასებით 7.4/10. Metacritic-ი ფილმს ანიჭებს ქულას 70-ს 100-დან, 59 კრიტიკოსის შეფასების საფუძველზე, რაც მიუთითებს დადებით გამოხმაურებაზე. CinemaScore-ის მიერ გამოკითხული აუდიტორია ფილმს საშუალოდ "A" შეფასებას აძლევს A+-დან F-მდე სკალაზე, ხოლო PostTrak-ის მიერ გამოკითხულთა 93% საერთო ჯამში დადებით შეფასებას აძლევს. RogerEbert.com-ისთვის მიმოხილვაში ბრაიან ტალერიკომ ფილმს სამ-ნახევარი ვარსკვლავი მიანიჭა 4-დან.[20] პიტერ ბრედშოუმ The Guardian-დან ასევე შეაქო შესრულება და ფილმს 5 ვარსკვლავი მიანიჭა 5-დან.[21] კაილ სმიტი The Wall Street Journal-ისთვის წერისას, ასევე აღფრთოვანებული იყო შალამეს უნარით გადმოეცა დილანის პიროვნების სხვადასხვა მხარე. სმიტს განსაკუთრებით მოეწონა დუეტი სიმღერისა It Ain't Me Babe.[22] კინორეჟისორებმა ოლივერ სტოუნმა, უილიამ გოლდენბერგმა და პოლ შრეიდერმა ასევე შეაქეს ფილმი.[23][24]


  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 A Complete Unknown (2024). ციტირების თარიღი: November 25, 2024
  2. Fleming, Mike Jr.. (June 20, 2023) Prolific 'La La Land' Producer Automatik Merges With Range Media Partners. ციტირების თარიღი: June 21, 2023
  3. The Mail Room: 'Nobody Wants This' Drama, Venu Plans & Timothée's Salarée en-US (November 2024). ციტირების თარიღი: January 2, 2025
  4. A Complete Unknown. ციტირების თარიღი: March 29, 2025
  5. Davis, Clayton. (December 5, 2024) AFI Awards: 'Anora,' 'Emilia Pérez' and 'Wicked' Among 10 Best Films, Top TV Shows Include 'The Penguin' and 'Shogun' en-US. ციტირების თარიღი: December 9, 2024
  6. City of Jersey City. Jersey Ave., Near Van Vorst Park, was transformed into 1960s Greenwich Village. ციტირების თარიღი: August 23, 2024
  7. Davis, Clayton. (July 27, 2024) Telluride 2024: Literary Adaptations 'Conclave,' 'Piano Lesson' and Musicals 'Better Man,' 'The End' Expected for World Premieres. ციტირების თარიღი: July 27, 2024
  8. Shanfeld, Ethan. (July 15, 2024) Timothée Chalamet to Star in Josh Safdie, A24 Movie About Ping Pong Pro Marty Reisman (EXCLUSIVE) en-US. ციტირების თარიღი: July 15, 2024
  9. Hiatt, Brian (November 18, 2024). „How Timothée Chalamet 'Pushed the Bounds' to Play Bob Dylan in 'A Complete Unknown'. Rolling Stone (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 20, 2024. ციტირების თარიღი: November 20, 2024.
  10. Abramovitch, Seth. A Freewheelin' Conversation With Timothée Chalamet, Elle Fanning and Monica Barbaro (December 13, 2024). ციტირების თარიღი: December 13, 2024
  11. 'A Complete Unknown' isn't a Bob Dylan musical. The sound team took extreme measures to keep it sonically authentic. en-US (2025-02-19). ციტირების თარიღი: 2025-02-21
  12. Lang, Robert (December 10, 2024). 'A Complete Unknown' World Premiere Red Carpet Photos: Timothée Chalamet, Elle Fanning & Monica Barbaro“. Deadline Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 11, 2024. ციტირების თარიღი: December 10, 2024.
  13. D'Alessandro, Anthony. (August 6, 2024) Timothée Chalamet Bob Dylan Searchlight Movie 'A Complete Unknown' Gets Christmas Release en-US. ციტირების თარიღი: August 6, 2024
  14. Singh, Surej. Bob Dylan biopic 'A Complete Unknown' lands release date en-GB (August 7, 2024). ციტირების თარიღი: November 20, 2024
  15. Ramachandzan, Naman. (January 21, 2025) Timothée Chalamet Bob Dylan Film 'A Complete Unknown' Tops U.K., Ireland Box Office. Variety. ციტირების თარიღი: January 22, 2025.
  16. Paz, Maggie Dela. (December 30, 2024) A Complete Unknown IMAX Release Date Set in New Trailer, Poster.
  17. Limelight: A Complete Unknown. International Film Festival Rotterdam. ციტირების თარიღი: January 7, 2025
  18. Cinéma : "Un parfait inconnu" en avant-première à Paris (January 16, 2025).
  19. Un parfait inconnu nommé Bob Dylan (January 6, 2025).
  20. Tallerico, Brian. (December 10, 2024) A Complete Unknown movie review (2024) en-US. ციტირების თარიღი: December 23, 2024
  21. Bradshaw, Peter (December 10, 2024). „A Complete Unknown review – Timothée Chalamet's Bob Dylan is an electric revelation“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: December 23, 2024.
  22. Smith, Kyle. 'A Complete Unknown' Review: Timothée Chalamet's Audacious Portrait of Bob Dylan en-US. ციტირების თარიღი: December 23, 2024
  23. O'Flat, Chris (December 30, 2024). „65 Directors Pick Their Favorite Films of 2024“. IndieWire. ციტირების თარიღი: December 30, 2024.
  24. Plale, Matthew. (January 2, 2025) Oliver Stone weighs in on some 2024's top movies: Wicked, A Complete Unknown, The Brutalist, and more. ციტირების თარიღი: January 3, 2025