ბობროვიჩსკოეს ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბობროვიჩსკოე
Бабровіцкае возера
კოორდინატები: 52°37′49″ ჩ. გ. 25°46′55″ ა. გ. / 52.63028° ჩ. გ. 25.78194° ა. გ. / 52.63028; 25.78194
მდებარეობა ბელარუსის დროშა ბელარუსი
ტერიტორიული ერთეული ბრესტის ოლქი
სიგრძე 4,9 კმ
სიგანე 3,3 კმ
ფართობი 9,47 კმ²
მოცულობა 0,025 კმ³
სანაპირო ზოლის სიგრძე 14,4 კმ
საშუალო სიღრმე 2,5 
მაქსიმალური სიღრმე
გამჭვირვალობა 0,4 
ბობროვიჩსკოეს ტბა — ბელარუსი
ბობროვიჩსკოეს ტბა

ბობროვიჩსკოეს ტბა[1] (ბელარ. Бабровіцкае возера) — ტბა ბელარუსში, ბრესტის ოლქის ივაცევიჩის რაიონში. ტბასთან ახლო მდებარეობს სოფელი ბობროვიჩი, ქალაქი ივაცევიჩი ტბიდან 30 კმ-ითაა დაშორებული.

ტბის ფართობია 9,47 კმ², სანაპირო ხაზის სიგრძე — 14,4 კმ, მაქსიმალური სიღრმე — 8 , საშუალო — 2,5 მ. ძირითადი ნაწილი 2–4 მ სიღრმისაა. სანაპირო დაბალია, ტორფიანი, გაზრდილია ბუჩქნარი. წყალსაკრების ტერიტორია ბრტყელი დაბლობია, სანახევროდ დაფარულია ტყით და ბუჩქნარით, სანახევროდ — ჭაობითა და დაჭაობებული ტერიტორიებით. არხით დაკავშირებულია მდინარე გრივდასთან.

ტბა მდიდარია თევზით (კარჩხანა, კობრი, სქელშუბლა, კაპარჭინა, წერი, ნაფოტა, ქორჭილა). 1970-იან წლებში აქ მოიპოვებდნენ ვერცხლისფერ კარჩხანას, თეთრ კობრს, თეთრ ამურს და ბრტყელშუბლებს. ფიტოპლანქტონი წარმოდგენილია 89 სახეობის წყალმცენარით (უმთავრესად მწვანე წყალმცენარეები და ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები).[2][3]

ვიგონოვსკოესთან და მიმდებარე ტერიტორიებთან ერთად, ბობროვიჩსკოეს ტბა შედის ვიგონოშანსკოეს აღკვეთილის შემადგენლობაში, ფართობი — 43 ათ. ჰექტარი.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 517.
  2. Озера Белоруссии. О. Ф. Якушко и др. — Мн.: Ураджай, 1988. — 216 с.
  3. Блакітная кніга Беларусі. — Мн.:БелЭн, 1994.
  4. Заказник республиканского значения «Выгонощанское». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-21. ციტირების თარიღი: 2010-05-21.