ბობოწვერა
იერსახე
ბობოწვერა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ხეზე მოდებული ბობოწვერა | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Usnea barbata (L.) Weber ex F.H.Wigg, (1780) | |||||||||||||||
|
ბობოწვერა[1] (ლათ. Usnea barbata) — ხის მღიერი პარმელიასებრთა ოჯახისა. არის მოყვითალო-მომწვანო ფერის ძლიერ დატოტვილი მოგრძო ბუჩქისებრი ლიქენი. გრძელი ძაფების ფორმის ტოტებს სორალები ან აპოთეციუმები აქვს. უმთავრესად ხეებზეა დაკიდებული. გავრცელებულია შერეულ და წიწვოვან ტყეებში. გამოიყენება ფარმაკოლოგიაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ინაშვილი ც., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 450.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მაყაშვილი ა., ბობოწვერა // ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.