ბობი როზენფელდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბობი როზენფელდი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 28 დეკემბერი, 1904(1904-12-28)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი დნიპრო[1]
გარდ. თარიღი 14 ნოემბერი, 1969(1969-11-14)[1] (64 წლის)
გარდ. ადგილი ტორონტო[1]
სიმაღლე 169
წონა 61
ქვეყანა კანადა
ჯილდოები Canada's Sports Hall of Fame, Ontario Sports Hall of Fame და Bobbie Rosenfeld Award

ფენი „ბობი“ როზენფელდი (დ. 28 დეკემბერი, 1904 – გ. 14 ნოემბერი, 1969)[4]კანადელი სპორტსმენი, რომელმაც მოიპოვა ოქროს მედალი 4 x 100 მეტრზე ესტაფეტაში და ვერცხლის მედალი 100 მეტრზე 1928 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ამსტერდამი. ის იყო კალათბურთის, ჰოკეის, სოფტბოლისა და ჩოგბურთის ვარსკვლავი. მას ბობი ვარცხნილობის გამო შეარქვეს.[5] 1949 წელს როზენფელდს უწოდეს „ნახევარი საუკუნის საუკეთესო კანადელი ქალი სპორტსმენი“.[6] ბობი როზენფელდის ჯილდო მის პატივსაცემად შეიქმნა. 1996 წელს იგი შეიყვანეს ონტარიოს დიდების სპორტულ დარბაზში.[7]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როზენფელდი, რომელიც ებრაელი იყო,[8] დაიბადა 1904 წლის 18 დეკემბერს ეკატერინოსლავში, რუსეთის იმპერიაში (ახლანდელი დნიპრო, უკრაინა).[6][5][4] ჩვილობისას, მშობლებთან და უფროს ძმასთან ერთად ემიგრაციაში წავიდა ბარიში, კანადაში.[6][5] მამამისი, მაქს როზენფელდი, მართავდა ჯართის ბიზნესს, ხოლო დედამისი სარა, რომელმაც კიდევ სამი გოგონა გააჩინა, დიასახლისი იყო.

ფენი სწავლობდა ცენტრალურ სკოლასა და ბარის კოლეჯის ინსტიტუტში, სადაც მან გამოიჩინა თავი სპორტში, მათ შორის კალათბურთში, სოფტბოლში, ლაკროსში, ჰოკეისა და ჩოგბურთში.[6]

1922 წელს როზენფელდის ოჯახი გადავიდა ტორონტოში,[5]

როზენფელდი გარდაიცვალა 1969 წლის 13 ნოემბერს,[4] ტორონტოში და დაკრძალულია ლამბტონ მილსის სასაფლაოზე ჰამბერ ველის სოფელში.

სპორტული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როზენფელდი გამოდიოდა მრავალ სპორტში, მათ შორის მძლეოსნობაში, ყინულის ჰოკეიში, კალათბურთში, სოფტბოლში, ფასტბოლში, ლაკროსში, გოლფი, ჩქარ სრიალსა და ჩოგბურთში. ერთმა ავტორმა, როზენფილდის მრავალფეროვან სპორტულ კარიერაზე კომენტარის გაკეთებისას, დაწერა: „ყველაზე ეფექტური გზა ბობი როზენფელდის კარიერის შესაჯამებლად... არის იმის თქმა, რომ იგი კარგად ვერ ცურავდა“.[9]

1949 წელს როზენფელდი შეიყვანეს კანადის დიდების სპორტულ დარბაზში.[5][6] იგი გახდა ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელსაც ასეთი პატივი ერგო.[6] 1950 წელს მას მიენიჭა „ნახევარი საუკუნის საუკეთესო კანადელი ქალი სპორტსმენის“ ჯილდო.[6][5]

1978 წელს კანადურმა პრესამ დაამკვიდრა ყოველწლიურად ბობი როზენფელდის ჯილდოს წარდგენა.[6] ეს არის ჯილდო, რომელიც გადაეცემა კანადის წლის სპორტსმენ ქალს.

კალათბურთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც როზენფელდის ოჯახი გადავიდა ტორონტოში 1922 წელს,[5] იგი შეუერთდა ტორონტოს ახალგაზრდა ქალთა ებრაულ ასოციაციას და იყო მათი კალათბურთის გუნდის ცენტრი.[5] იმ წელს გუნდმა მოიგო როგორც ტორონტოს, ასევე ონტარიოს ჩემპიონატები. [5]

ჰოკეი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როზენფელდი იყო ჰოკეის მოთამაშე 1920-იან წლებში და მას ქალთა ჰოკეის სუპერქალი უწოდეს.1924 წელს მან ხელი შეუწყო ლედი ონტარიოს ჰოკეის ასოციაციის ჩამოყალიბებას.[10]

როზენფელდმა იასპარეზა ჰოკეის საჩემპიონო გუნდში 1928 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მძლეოსნად დებიუტის შემდეგ.[9] ის 1927 და 1929 წლებში იყო ონტარიოს ჩემპიონის, ტორონტო პატერსონ პეტსის ცენტრი.  ისინი იყვნენ ჩრდილოეთ ტორონტოს ქალთა ქალაქის ლიგის ნაწილი. იგი ითვლებოდა ყველაზე გამორჩეულ ქალთა ჰოკეის მოთამაშედ მთელ ონტარიოში 1931-1932 წლებში. 

სოფტბოლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როზენფელდმა იასპარეზა სოფტბოლის საჩემპიონო გუნდში 1928 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.[9]

ჩოგბურთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1924 წელს, როზენფელდმა მოიპოვა ტორონტოს ქალთა ბალახის კორტების ჩოგბურთის ჩემპიონატის ტიტული, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ იგი სპორტით ახალი დაკავებული იყო. 

სირბილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1923 წელს, როზენფელდის სოფტბოლის თანაგუნდელებმა ურჩიეს, მონაწილეობა მიეღო სირბილის შეჯიბრში სპორტულ კარნავალზე, ბივერტონში.[6] მან იასპარეზე 100 იარდზე (91 მ) სპრინტში და დაამარცხა კანადის ჩემპიონი, როზა გროსი.[5] მოგვიანებით, იმავე წელს, მან დაიწყო უფრო ინტენსიურად ვარჯიში და იასპარეზა კანადის ეროვნულ გამოფენასა[5][9] და ონტარიოში ქალთა პირველ ჩემპიონატზე მძლეოსნობაში.[6]

1925 წლის ონტარიოს ქალთა ჩემპიონატზე, ერთდღიან გამოსვლაში, როზენფელდმა პირველი ადგილი დაიკავა ბადროს ტყორცნაში, ბირთვის კვრაში, ბარიერებზე ხტომასა და სიგრძეზე ხტომაში. მან ასევე დაიკავა მეორე ადგილი შუბის სროლაში. 1920-იანი წლების შუა ხანებში მას ეროვნული რეკორდები ჰქონდა ღია ესტაფეტაზე გუნდთან ერთად, აგრეთვე ბადროზე, შუბის სროლასა და ბირთვის კვრაში.[11]

ოლიმპიადა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1928 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამოსაცდელების დროს როზენფელდმა დაამყარა კანადის მრავალი რეკორდი.[12]

მოგვიანებით მან იასპარეზა 1928 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, როგორც სპრინტერმა. ეს იყო პირველი თამაშები, რომელშიც ქალებს უფლება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ.[6] მისმა გუნდმა ოქროს მედალი მოიპოვა 4 × 100 მ ესტაფეტაში. მან 91 მეტრის სპრინტში მეორე,[6] ხოლო 800 მეტრზე სირბილზე მეხუთე ადგილი დაიკავა.[9] მან „მეტი ქულა დააგროვა თავისი ქვეყნისთვის, კაცმა თუ ქალმა, ვიდრე ნებისმიერმა სპორტსმენმა თამაშებზე..“[9]

სპორტიდან წამოსვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობიდან ერთი წლის შემდეგ,[9] როზენფელდს განუვითარდა მძიმე ართრიტი,[5] ამ მდგომარეობამ აიძულა იგი შეეწყვიტა ასპარეზობა 1933 წელს,[5][9] თუმცა აგრძელებდა სპორტში მონაწილეობას, როგორც „მწვრთნელი, აღმასრულებელი ან მენეჯერი ქალთა სპორტის სხვადასხვა გუნდებში“.[6]

სპორტული ჩართულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1934 წელს როზეფელდი იყო კანადის ქალთა მძლეოსნობის გუნდის მწვრთნელი ერთა თანამეგობრობის თამაშებზე ლონდონში, ინგლისი

1934 წლიდან 1939 წლამდე როზენფელდი იყო ონტარიოს ქალბატონების ჰოკეის ასოციაციის პრეზიდენტი.[13] 1936 წლის ბოლოს იგი ორგანიზაციის პრეზიდენტის, მდივნისა და ხაზინადარის როლს ასრულებდა.[14] 1937 წლიდან 1939 წლამდე ის ასევე მუშაობდა დომინიონის ქალთა მოყვარულთა ჰოკეის ასოციაციის პრეზიდენტად, მირტლ კუკ-მაკგოუანისა მერი დანმას შემდეგ.

1939 წლის გაზაფხულზე როზენფელდი იყო ლენგლის ლეიქსიდის სოფტბოლის გუნდის მენეჯერი. გუნდმა მედისონ სკვერ გარდენში 14000 გულშემატკივრის წინაშე საგამოფენო თამაში გამართა.[15]

ჟურნალისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1937 წელს როზენფელდმა ყურადღება მიაპყრო ჟურნალისტიკას.[9] იგი მუშაობდა სპორტულ მიმომხილველად The Globe and Mail-ში დაახლოებით ოცი წლის განმავლობაში,[9] ემხრობოდა ქალების უფრო მეტ მონაწილეობას სპორტში და უფრო მეტ გოგონების ფიზიკური აღზრდის პროგრამებს სკოლებში.[16] 1937 წელს მან წარადგინა სვეტი სახელწოდებით „ქალური სპორტული რგოლი“,[4] სადაც „აშუქებდა არა მხოლოდ სპორტულ ამბებს, არამედ ეწინააღმდეგებოდა სტერეოტიპს, რომ სპორტი ქალებს არაქალურს ხდის“.[6] 18 წლის განმავლობაში როზენფელდი აშუქებდა ქალთა სპორტს.[17] მისი ბოლო სვეტი გამოჩნდა 1958 წლის 3 დეკემბერს, მაგრამ მან განაგრძო მუშაობა გაზეთში 1966 წლამდე. 

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1924 - ტორონტოს ბალახის მოედანზე ჩოგბურთის ჩემპიონის ტიტული 
  • მსოფლიო რეკორდი (მოხსნილია), 91 მ სპრინტი (11.0 წამი) 
  • 1931 - წამყვანი ჰოუმ რანის დამრტყმელი სოფტბოლის ლიგაში 
  • 1931–32 - ყველაზე გამორჩეული ქალი ჰოკეის მოთამაშე ონტარიოში 
  • 1949 - შეიყვანეს კანადის სპორტულ დიდების დარბაზში <
  • 1949 - კანადურმა პრესამ როზენფელდი დაასახელა ნახევარი საუკუნის საუკეთესო კანადელ ქალ სპორტსმენად.[18]
  • 1996 - შეიყვანეს ონტარიოს დიდების სპორტულ დარბაზში.[19]

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Salmon Run სკულპტურა ბობი როზენფელდის პარკში
  • 1976 - კანადის ისტორიული ადგილებისა და ძეგლების საბჭომ აღიარა ეროვნულ ისტორიულ პიროვნებად 
  • 1991 - ბობი როზენფელდის პარკი - პარკი და ღია სივრცე, რომელიც მდებარეობს ტორონტოში როჯერსის ცენტრსა და CN Tower-ს შორის. 
  • ქალაქის ტორონტოს სამთავრობო დაფა, რომელიც პატივს სცემს სპორტსმენს.
  • კანადის მთავრობის დაფა ბარიში, ონტარიოში, ალლანდელის დასასვენებელ ცენტრში, სპორტსმენის პატივსაცემად, რომელიც დასახლდა და გაიზარდა ქალაქში.[20]
  • 1996 – სამახსოვრო მარკა გამოშვებული კანადის ფოსტის მიერ 
  • 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ ვებსაიტზე ის არის პირველი უკრაინაში დაბადებული ოქროს მედლის მფლობელი.
  • ბობი როზენფელდის თასს კანადური პრესა ყოველწლიურად ანიჭებს კანადის წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალს.[21]
  • 2022 წლის 28 დეკემბერს Google-მა შეცვალა თავისი საძიებო სისტემის დიზაინი როზენფელდის 118 წლის დაბადების დღისთვის კანადაში.[22][23][24]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენ დუბლინი, ბობი როზენფელდი: ოლიმპიელი, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეეძლო, Second Story Press, ტორონტო, 2004, კოდიISBN 1-896764-82-7
  • Cruxton J Bradley და Wilson, W. Douglas "Spotlight Canada: Fourth Edition"

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #134055829 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Find a Grave — 1996.
  3. L'Encyclopédie canadienne, The Canadian Encyclopedia
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Bobby Rosenfeld Bio, Stats, and Results | Olympics (2020-04-17). ციტირების თარიღი: 2022-12-28
  5. 5.00 5.01 5.02 5.03 5.04 5.05 5.06 5.07 5.08 5.09 5.10 5.11 5.12 Fanny "Bobbie" Rosenfeld. ციტირების თარიღი: 2022-12-28
  6. 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 6.10 6.11 6.12 6.13 Fanny "Bobbie" Rosenfeld's 118th Birthday en (2022-12-28). ციტირების თარიღი: 2022-12-28
  7. Bobbie Rosenfeld. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 9, 2018. ციტირების თარიღი: September 23, 2014
  8. Toronto Jewry. The Canadian Jewish Chronicle. September 28, 1928
  9. 9.00 9.01 9.02 9.03 9.04 9.05 9.06 9.07 9.08 9.09 Bobbie Rosenfeld. ციტირების თარიღი: 2022-12-28
  10. Profiles of Notable Women in Hockey. Hhof.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 3, 2010. ციტირების თარიღი: March 1, 2011
  11. Bibliography in Jewish Women Encyclopedia
  12. Femmes à l'honneur: Leurs réalisations – Bibliothèque et Archives Canada. Collectionscanada.gc.ca.
  13. Coast to Coast:Hockey in Canada to the Second World War, p.138, Edited by John Chi-Kit Wong, University of Toronto Press, 2009, ISBN 978-0-8020-9532-9
  14. Coast to Coast:Hockey in Canada to the Second World War, p.145, Edited by John Chi-Kit Wong, University of Toronto Press, 2009, ISBN 978-0-8020-9532-9
  15. Immodest and Sensational: 150 Years of Canadian Women in Sport, M. Ann Hall, p.47, James Lorimer & Company Ltd., Toronto, 2008, ISBN 978-1-55277-021-4
  16. (2004) 100 Canadian Heroines. Dundurn Group. 
  17. Bobbie Rosenfeld, 1904 – 1969. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 9, 2010. ციტირების თარიღი: December 15, 2010
  18. „Jones-Konihowski named top Canadian woman athlete“. Regina Leader-Post. 1978-12-19. p. 24. ციტირების თარიღი: 2011-09-17.
  19. Bobbie Rosenfeld. Ontario Sports Hall of Fame. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-09. ციტირების თარიღი: 2023-03-09.
  20. Fanny Bobbie Rosenfeld Historical Plaque. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 14, 2012. ციტირების თარიღი: March 1, 2011
  21. 100 Canadian Heroines. 
  22. Canadian track star gets Google Doodle on her 118th birthday (28 December 2022). ციტირების თარიღი: 28 December 2022
  23. Google celebrates 118th Birthday of Bobbie Rosenfeld, the Canadian athlete (28 December 2022). ციტირების თარიღი: 28 December 2022
  24. 28 December: Google Doodle celebrates Fanny 'Bobbie' Rosenfeld's 118th birthday en-US (2022-12-29). ციტირების თარიღი: 2022-12-29