ბობასტროს ციხესიმაგრე

ბობასტროს ციხესიმაგრე — ესპანეთის მალაგის პროვინციაში, ისტორიული არდალესის მახლობლად, ძველი ციხესიმაგრის ნანგრევები. ადგილმა IX საუკუნეში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, როდესაც კორდოვის სახალიფოს წინააღმდეგ აჯანყდნენ.
880 წელს ციხესიმაგრეში უმარ იბნ ჰაფსუნი დასახლდა, რომელმაც მისი ნანგრევები მუვალადებისა და მოსარაბებისთვის წინააღმდეგობის სიმბოლოდ აქცია. იგი მოსახლეობას აბდ ალ-რაჰმან II-ისა და მისი მემკვიდრეების მხრიდან უსამართლო, მძიმე გადასახადებისა და დამამცირებელი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებდა. ამ აჯანყების დროს, 888 წელს კორდოვის ამირი ალ-მუნზირი საკუთარმა ძმამ აბდულა იბნ მუჰამედ ალ-უმავიმნა მოკლა. აჯანყებულებმა ციხესიმაგრეში ეკლესია ააშენეს, რაც მათი ავტონომიის სიმბოლოდ იქცა. ეს ავტონომია 928 წლის 19 იანვრამდე გაგრძელდა. ციხესიმაგრე 1147 წლამდე ფუნქციონირებდა. XIII საუკუნისთვის უკვე ნანგრევებად იყო ქცეული.