შინაარსზე გადასვლა

ბლოდპლეტარი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფინური ბლოდპლეტარი

ბლოდპლეტარი (შვედ. Blodplättar) — შვედური კერძი, რომელიც ინგლისში ცნობილია, როგორც სისხლიანი მაჭკატები. შვედურად კერძის სახელწოდება ასევე ნიშნავს სისხლის თრომბოციტებს.[1]

ბლოდპლეტარი გავრცელებულია ფინეთში, ესტონეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში, მზადდება ათქვეფილი, როგორც წესი, ირმის სისხლის, წყლის ან ლუდის, ფქვილისა და კვერცხისგან.[2] ის შავი პუდინგის მსგავსია, თუმცა უფრო თხელი და ფხვიერი სტრუქტურა აქვს.[3]

კერძს, ტრადიციულად, ტაფაზე წვავენ. ბლოდპლეტარს, როგორც წესი, მიირთმევენ დაჭრილ წითელ მოცვთან ან წითელი მოცვის მურაბასთან, ზოგჯერ კი ღორის ან ირმის ხორცთან ერთად.[4] მისი გემო ძალიან ჰგავს შავი პუდინგისას, აქვს საქონლის ძვლის ტვინის არომატი და მდიდარი, ცხიმიანი და ფხვიერი ტექსტურა.[5]

  1. Nielsen-Bobbit, Jaughna. (2020-09-13) Everything to Know about Swedish Pancakes en-US. ციტირების თარიღი: 2020-12-16
  2. These Pancakes Are Made With Reindeer Blood en. ციტირების თარიღი: 2020-12-16
  3. Grundhauser, Eric. (2017-02-08) Blood Pancakes Are Exactly What They Sound Like: A Flapjack Made with Blood en. ციტირების თარიღი: 2020-12-16
  4. Blood pancakes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-09. ციტირების თარიღი: 2020-12-16
  5. Finnish Blood Pancakes Recipe (Verilettu) | Blodplattar. ციტირების თარიღი: 2025-09-25