ბლიაძეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბლიაძე — სახელმოხვეჭილი ქართული მესტვირეების გვარი (XVIII-XIX სს.). ერთ-ერთ ბლიაძეს იმდენად გაუთქვამს სახელი, რომ „ბლიაძე“ მესტვირის სინონიმად ქცეულა. ა. ჯამბაკურ-ორბელიანის ცნობით, „მესტვირეებს ახლა ბლიაძეს ეძახიან, რადგან საგანგებო მესტვირე ყოფილა რომელიმე ბლიაძე, მისი სახელი მესტვირისათვის დაურქმევიათ“ („ცისკარი“, 1861, № 2). ბლიაძეების მესტვირეობის დიდ ტრადიციას XIX საუკუნის II ნახევრამდე მიუღწევია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]