ბლედის ციხე
![]() ![]() | |
| |
არქიტექტურული სტილი | Renaissance architecture და გოტიკური არქიტექტურა |
---|---|
ქვეყანა | სლოვენია |
მდებარეობა | ბლედი |
კოორდინატები | 46°22′12″ ჩ. გ. 14°06′04″ ა. გ. / 46.37000° ჩ. გ. 14.10111° ა. გ. |
დაიწყო | უცნობი |
ბლედის ციხე (სლოვენ. Blejski grad) — ისტორიული ციხესიმაგრე, რომელიც მდებარეობს სლოვენიის ქალაქ ბლედთან, ბლედის ტბის მახლობლად, 130 მეტრიანი კლდის თავზე. ეს არის სლოვენიის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გამორჩეული ციხე.
ციხის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბლედის ციხე პირველად 1004 წელს მოიხსენიეს, როდესაც იმპერატორმა ჰენრი II-მ იგი ბრიქსენის ეპისკოპოს ალბუინს გადასცა. იმ პერიოდში ციხე ცნობილი იყო გერმანული სახელით „Feldes“[1].
ციხის უძველესი ნაწილი არის რომაული კოშკი, რომელიც თავდაცვით და საცხოვრებელ ფუნქციას ასრულებდა. შუა საუკუნეებში ციხე გაფართოვდა- კლდეზე აშენდა ახალი ნაგებობები და ქვის კედლები კოშკებით.
ავსტრო-უნგრეთის დაშლის შემდეგ ბლედი იუგოსლავიის ნაწილი გახდა. ციხე ჯერ კარაგეორგიევიჩების დინასტიას, შემდეგ კი იოსიპ ბროზ ტიტოს საზაფხულო რეზიდენციად გამოიყენებოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ის დროებით გერმანული ჯარების შტაბს ემსახურებოდა.
1947 წელს ციხე ხანძარმა დააზიანა, მაგრამ მალევე აღადგინეს და მუზეუმად გადააკეთეს. დღეს მუზეუმში წარმოდგენილია ისტორიული ტანსაცმელი, იარაღი და საყოფაცხოვრებო ნივთები.
ციხის ნაგებობები ორ ეზოშია განლაგებული: ქვედა ეზო სამეურნეო შენობებით არის შემოსაზღვრული, ხოლო ზედა ეზოში საცხოვრებელი ოთახებია და XVI საუკუნის სამლოცველო. ციხესთან ახლოს მდებარეობს სავალი ხიდი თხრილზე.