ბლანშ ჰუბერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბლანშ ჰუბერი
დაბადების თარიღი 17 აგვისტო, 1901
ბირკირკარა, მალტა
გარდაცვალების თარიღი 19 ივლისი, 1940 (39 წლის]]
ბირკირკარა, მალტა
მოქალაქეობა მალტის დროშა მალტა
პროფესია ექიმი, ფარმაცევტი

ბლანშ ჰუბერი (მალტ. და ინგლის. Blanche Huber; დ. 17 აგვისტო, 1901, ბირკირკარა, მალტა — გ. 19 ივლისი, 1940, ბირკირკარა, მალტა) — მალტელი ექიმი, ფარმაცევტი, აფთიაქარი. პირველი ქალი ექიმი მალტის ისტორიაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბლანშ ჰუბერი-ღირსი ჯოზეფ ჰუბერის ქალიშვილი, დაიბადა 1901 წლის 17 აგვისტოს ბირკირკარში. 1919 წლის ზაფხულში მან ტესი კამილერთან ერთად მალტის უნივერსიტეტში ჩააბარა.[1][2]

ტესი ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე შევიდა, ხოლო ბლანში-სამედიცინოზე, რომელიც დაამთავრა 1925 წელს. ბლანშ ჰუბერი და ტესი კამილერი პირველი ქალები იყვნენ, რომლებმაც უმაღლესი განათლება მიიღეს მალტაზე.

1915 წლამდე უნივერსიტეტის რამდენიმე დებულება არ კრძალავდა ქალების შესვლას  უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ  იმ დროისთვის წარმოუდგენელი იყო ქალის უნივერსიტეტში სწავლის სურვილი. ვინაიდან  ტესი კამილერის კურსი უფრო ხანმოკლე იყო, 1922 წლიე 2 მაისს ის გახდა მალტის პირველი ქალი კურსდამთავრებული.[3]

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ბლანშ ჰუბერი მუშაობდა არა საავადმყოფოში, არამედ აფთიაქში, ქალაქ ზეიტუნში.[4][5]

ბლანში ცოლად გაჰყვა ექიმ ჯოზეფ კარუანს. იგი გარდაიცვალა 1940 წლის 19 ივლისს 40 წლის ასაკში.

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბლანშ ჰუბერი კვლავ პოპულარულია მალტელთა შორის, როგორც პიონერი ქალი. მალტის უნივერსიტეტის დაარსების წლისთავზე (100 წლის იუბილეს ჩათვლით), უნივერსიტეტში ტარდება მისდამი მიძღვნილი ღონისძიებები.

მალტის უნივერსიტეტის ანატომიის კათედრის ხელმძღვანელმა პროფესორმა ჟან კალეჟა აგიუსმა პატივი მიაგო ქალ ექიმებს და მათ შორის,  განსაკუთრებულად აღნიშნა ბლანშ ჰუბერის წვლილი ქალთა შორის განათლების პოპულარიზაციაში მალტაზე.[6]

ბლანშ ჰუბერის სახელი უწოდეს ქუჩას ქალაქ სლიმში, სადაც მალტაში 2017 წელს პირველად დაიწყეს გაყიდვა, მათ შორის, ბიტკოინების (თუმცა ბიტკოინების  ბანკომატის დემონტაჟი მოხდა ინსტალაციიდან ორი თვის შემდეგ).[7][8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Charles Savona-Ventura (8 May 2016). Contemporary Medicine in Malta [1798-1979]. Lulu.com (self-published). pp. 340–. ISBN 978-1-326-64899-2.
  2. Allied Newspapers Ltd. "Malta's first female graduate". Timesofmalta.com. Retrieved 2019-01-14.
  3. Matthew Vella (2018-11-22). "'Women deserve the most complete freedom', top doctor tells medical graduands". Maltatoday.com.mt. Retrieved 2019-01-14.
  4. Joseph Cacciottolo (2015-04-13). "Feminization of the medical profession in Malta" (PDF). Malta Medical Journal. 27 (1). Retrieved 2019-01-14.
  5. Camilleri, Patricia (2007). "The Rise and Rise of the Female Graduate: Some milestones in tertiary education for women in Malta" (PDF). University of Malta. Archived from the original (PDF) on 11 October 2018. Retrieved 25 March 2019.
  6. "University remembers its first female graduate"[მკვდარი ბმული]. Times of Malta. 22 Nov 2007. Retrieved 2020-03-11.
  7. Street names. Times of Malta (21 აგვისტო 2004). მიმართვის თარიღი: 14 იანვარი 2019.
  8. Allied Newspapers Ltd. "Time to lure cryptocurrency firms to Malta - BitMalta".[მკვდარი ბმული] Timesofmalta.com. Retrieved 2019-01-14.