ბლაგოევგრადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ბლაგოევგრადი
Благоевград
გერბი

ქვეყანა ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
კოორდინატები 42°01′00″ ჩ. გ. 23°06′00″ ა. გ. / 42.01667° ჩ. გ. 23.10000° ა. გ. / 42.01667; 23.10000
ქალაქის მერი კოსტადინ პასკალევი
ფართობი 28.91 კმ²
ცენტრის სიმაღლე 410
მოსახლეობა 77,200 კაცი (2009)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 073
საფოსტო ინდექსი 2700
საავტომობილო კოდი Е
ოფიციალური საიტი https://blagoevgrad.bg/
ბლაგოევგრადი — ბულგარეთი
ბლაგოევგრადი

ბლაგოევგრადი (ბულგ. Благоевград) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ ბულგარეთში, ბლაგოევგრადის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 2009 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობა 77 200 ადამიანს შეადგენს.

ეს ქალაქი არის ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი სამხრეთ-დასავლეთ ბულგარეთის. ბლაგოევგრადში მიედინება მცირე სიგრძის მდინარე ბისტრიცა, ეს მდინარე ჩაედინება ქალაქის სიახლოვეს არსებულ მდინარე სტრუმაში. ბლაგოევგრადის სიახლოვეს მდინარეობს რილას და პირინის მთები. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრიდან 101 კილომეტრში მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი სოფია, ხოლო რამდენიმე კილომეტრში არის ბულგარეთის, საბერძნეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის და სერბეთის ოფიციალური საზღვრები. დასახლებულ პუნქტში ძირითადად არის XIX საუკუნის არქიტექტურა.

ბლაგოევგრადში მდებარეობს ორი უნივერსიტეტი: სამხრეთ-დასავლეთი უნივერსიტეტი "ნეოფიტ რილსკი" და ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში.

ამ ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტი ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იყო და ის შედიოდა თრაკიის სახელმწიფოს შემადგენლობაში.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]