ბიჭუნა და კარლსონი
იერსახე
| „ბიჭუნა და კარლსონი“ | |
|---|---|
|
ორიგინალური საბჭოთა კინოპლაკატი | |
| ფილმის ტიპი | ნახატი ანიმაციური ფილმი |
| რეჟისორი | ბორის სტეპანცევი |
| ნაწარმოები | ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი, ასტრიდ ლინდგრენი |
| ოპერატორი | მიხეილ დრუიანი |
| ანიმატორი(ები) | იური ბუტირინი, რენატა მირენკოვა, ოლგა ორლოვა, ვიქტორ შევკოვი, სვეტლანა ჟუტოვსკაია, ანატოლი სოლინი, ოლეგ საფრონოვი, ვიქტორ ლიხაჩოვი, ანტონინა ალიოშინა, მსტისლავ კუპრაჩი |
| სტუდია | სოიუზმულტფილმი |
| პრემიერა | 1968 |
| ხანგრძლივობა | 19 წთ. 36 წმ. |
| ქვეყანა | სსრკ |
| შემდეგი | კარლსონი დაბრუნდა |
ბიჭუნა და კარლსონი — საბჭოთა ნახატი ანიმაციური ფილმი. ეფუძნება შვედი მწერალ ასტრიდ ლინდგრენის კარლსონის ტრილოგიის პირველ ნაწილს. გადაღებულია რეჟისორ ბორის სტეპანცევის მიერ. გამოვიდა 1968 წელს. ფილმზე მუშაობისას საბჭოთა ანიმაციაში პირველად გამოიყენეს ელექტროგრაფია.
როლებს ახმოვანებენ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კლარა რუმიანოვა — ბიჭუნა
- ვასილი ლივანოვი — კარლსონი
- ვალენტინა ლეონტიევა — ბიჭუნას დედა
- მარია ვინოგრადოვა — ლეკვის პატრონი ბიჭუნა
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1970 — საბჭოთა კინოფესტივალი მინსკში, პირველი პრემია ანიმაციური ფილმების კატეგორიაში.
მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარდა გენადი გლადკოვის მიერ დაწერილი მუსიკის, გამოყენებულია მერვ გრიფინის კომპოზიცია „House of Horrors“ (1962), შესრულებული Charles Grean Orchestra-ს მიერ. თავის მხრივ, ეს არის კამილ სენ-სანსის „სიკვდილის ცეკვის“ და ფრიდერიკ შოპენის „სამგლოვიარო მარშის“ ინტერპრეტაცია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ბიჭუნა და კარლსონი“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „ბიჭუნა და კარლსონი“ საიტზე Animator.ru