ბიჭი ხვლიკის ნაკბენით
ბიჭი ხვლიკის ნაკბენით | |
---|---|
Ragazzo morso da un ramarro | |
ავტორი | კარავაჯო |
წელი | 1594–1596 |
ტიპი | ზეთის საღებავი ტილოზე |
სიმაღლე | 65 სმ |
სიგანე | 52 სმ |
მუზეუმი | ფონდაზიონე რობერტო ლონგი, ფლორენცია |
ბიჭი ხვლიკის ნაკბენით | |
---|---|
Ragazzo morso da un ramarro | |
ავტორი | კარავაჯო |
წელი | 1593–1594 |
ტიპი | ზეთის საღებავი ტილოზე |
სიმაღლე | 66 სმ |
სიგანე | 49.5 სმ |
მუზეუმი | ეროვნული გალერეა, ლონდონი |
ბიჭი ხვლიკის ნაკბენით (იტალ. Ragazzo morso da un ramarro) — იტალიური ბაროკოს ოსტატის — კარავაჯოს მიერ შესრულებული ნახატია. არსებობს მისი ორი ვერსია, ორივე კარავაჯოს ნამუშევრად ითლება. ერთი ფონდაზიონე რობერტო ლონგში, ფლორენციაში ინახება, ხოლო მეორე — ეროვნულ გალერეაში, ლონდონში.
თარიღი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ორივე ვერსიაზე ვარაუდობენ, რომ 1594-1596 წლების პერიოდშია დახატული. თუ დავუჯერებთ ხელოვნების ისტორიკოსს, რობერტო ლონგის ნამუშევრები ამ პერიოდის დასაწყისშია შესრულებული, თუ გავითვალისწინებთ, რომ გარკვეული ფერწერული ნიშნები მიგვითითებენ იმაზე, რომ იგი შესრულებულია კარავაჯოს მფარველის, კარდინალ ფრანჩესკო დელ მონტეს სახლში და კარავაჯო არ გადასულა კარდინალის პალაზო მადამაში 1595 წლამდე.[1]
მოდელის იდენტობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც ყველა სხვა კარავაჯოს ადრეული ნამუშევარი, მასზე ბევრი ინფორმაცია სავარაუდოა, ხოლო მოდელის იდენტობას ჯერ კიდევ განიხილავენ. მაიკლ ფრაიდის აზრით ნახატი კარავაჯოს შეფარული ავტოპორტრეტია. ფრაიდი ამტკიცებს, რომ სუბიექტის ერთი ხელის განზე გაწოდება და მეორეს ზემოთ აწევა — მხატვრის პალიტრის დაჭერის მგავსი პოზაა.[2]
სქოილიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ რობერტო ლონგი (1998), კარავაჯო, ISBN 88-09-21445-5
- ↑ მაიკლ ფრაიდი, კარავაჯოს მომენტი (Princeton University Press, 2010), თავი 1.