ბიძინა კანდელაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კანდელაკი.

ბიძინა სიმონის ძე კანდელაკი (დ. 7 მარტი, 1902, ქუთაისი — გ. 22 მაისი, 1970, თბილისი) — ქართველი ქიმიკოსი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1924 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი და ასისტენტად დატოვეს პროფესორ პ. მელიქიშვილთან. 1927 წელს ნიჭიერი ახალგაზრდა მიავლინეს გერმანიაში, სადაც წარმატებით დაამთავრა გეტინგენის უნივერსიტეტის ქიმიური განყოფილება, შემდეგ იქვე მუშაობდა. 1929 წელს ასევე წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, დაბრუნდა სამშობლოში და სათავეში ჩაუდგა ქიმიის კათედრებს სხვადასხვა ინსტიტუტში. 1935 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკური და კოლოიდური ქიმიის კათედრას. 1936–1939 წლებში იყო თბილისის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი.

ბიძინა კანდელაკის შრომებმა ტრიქოტროპიული გელების სტრუქტურისა და თვისებების შესახებ, მის მიერ წამოყენებული ლაბების კლასიფიკაციამ და სხვამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს კოლოდიური ქიმიის განვითარებაში. მან გამოაქვეყნა ორმოცდაათზე მეტი ნაშრომი ჩვენში და უცხოეთში. იგი როგორც კოლოდიური ქიმიის თვალსაჩინო სპეციალისტი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქიმიკოსთა შორის. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით დასაფლავებულია მისი მეუღლე — მელიტა გიორგის ასული ზურმუხტაშვილი (დ. 9 მაისი, 1905, თბილისი — გ. 12 აგვისტო, 1991, იქვე).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 202, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]