ბიძინა თაბაგარი (პერსონაჟი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიძინა თაბაგარი
შემქმნელი ზაზა ურუშაძე
მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი
ზედმეტსახელები ზახარიჩი
პროფესია

პოლიციის მაიორი

უშიშროების ოფიცერი

ბიძინა თაბაგარიზაზა ურუშაძის სატელევიზიო სერიალის ცხელი ძაღლის მთავარი პერსონაჟი. მის როლს ასრულებს ქართველი მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი. ბიძინა თაბაგარი არის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის პოლიციის სამართველოს ოპერატიული მუშაკი, მაიორი. ის თავის პარტნიორ ლექსო ნიჟარაძესთან (გიორგი ყიფშიძე) ერთად იძიებს გახმაურებულ დანაშაულებს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიძინა თაბაგარი სერიალის პირველ სეზონში იძიებს მკვლელობათა სერიას, რომლის კვალიც საბოლოოდ უშიშროების სამინისტროს ანტი-ტერორისტული ცენტრის უფროს უჩა ზერაგიასთან (ნუგზარ ყურაშვილი) მიდის. უშიშროების საბჭოს მდივნის მკვლელობის შემდეგ ის რუსეთში გაიქცევა და მომდევნო ორი სეზონის მანძილზე თაბაგარი თავის მეწყვილესთან ერთად ცდილობს მის დაპატიმრებას. მეორე სეზონში ის არჩევნების პერიოდში მომხდარ დანაშაულებებს იძიებს და უპირისპირდება ზერაგიას თანამზრახველ, საარჩევნო კანდიდატს, სოსო ეგაძეს (სოსო ლაღიძე). მასთან დაპირისპირების გამო ბიძინა თაბაგარს იჭერენ სახელმწიფო დამნაშავისთვის ყალბი საბუთების გაკეთებისთვის და გაქცევაში დახმარებისთვის, რის გამოც ის პოლიიცდან გაათავისუფლეს.

მესამე სეზონში თაბაგარი ბათუმში რუსეთის ქალაქ არზამას-19დან, შემოტანილი გამდიდრებული ურანის პოვნასა და დამნაშავეების დაკავებას ცდილობს. სეზონის ბოლოს ბიძინა ის გონიოში ლექსო ნიჟარაძესა და გურამ ჯინორიასთან (გივი სიხარულიძე) ერთად აპატიმრებ უჩა ზერაგიას და გადაჰყავს თბილისში.

მეოთხე, აკრძალულ სეზონში, ბიძინა თაბაგარი იძიებს სოც. უზრუნველყოფის მინისტრის, ზაალ თუშიშვილის (გოგა პიპინაშვილი) ბინიდან სახელმწიფო მნიშვნელობის დოკუმენტის გაქრობას. სეზონის განმავლობაში თაბაგარი აგროვებს მასალას დამნაშავეებზე, რომლებიც თანამდებობის პირები არიან. სეზონი მთავრდება პრემიერ-მინისტრის, თინათინ გაწერელიას (ნინო ბურდული) მკვლელობით, თუმცა ის გამოუძიებელი რჩება. მისი მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი კვლავ უჩა ზერაგია იყო. ამავე სეზონში ის მუშაობს უშიშროების სამინისტროში იწყებს.

მეხუთე სეზონში ბიძინა თაბაგარი, როგორც უშიშროების ოფიცერი, იძიებს ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის სავარაუდო აფეთქების გეგმას. ის რუსეთიდან ჩამოსულ მაიორთან და გივი ინწკირველთან (დავით დვალიშვილი) ერთად აწარმოებს მოლაპარაკებას სავარაუდო ტერორისტ „გიურზასთან“ (ზურა ყიფშიძე) . მის პარალელურად ლექსო ნიჟარაძე მუზეუმის საცავიდან გამქრალ ნივთს ეძებს და იკვეთება ამ ორ საქმეს შორის კავშირი. საბოლოო ჯამში ამ ორი საქმის ორგანიზოტირც კვლავ უჩა ზერაგიაა.