ბიძია სემი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ბიძია სემი}} |

ბიძია სემი (ინგლ. Uncle Sam, იგივე, რაც შეერთებული შტატები - U.S.) არის შეერთებული შტატების გავრცელებული ეროვნული პერსონიფიკაცია, რომელიც ასახავს ფედერალურ მთავრობას, ან მთლიანად ქვეყანას. XIX საუკუნის დასაწყისიდან ბიძია სემი გახდა აშშ-ის მთავრობის პოპულარული სიმბოლო ამერიკულ კულტურაში და პატრიოტიზმში.[3] ბიძია სემმა პოპულარობა სამხედრო პროპაგანდაში თავისი გამოსახულებითაც მოიპოვა, რაც პოპულარული გახდა 1917 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს ჯეიმს მონტგომერი ფლეგის შექმნილი საწვრთნელი პლაკატით.[4]
ლეგენდის თანახმად, პერსონაჟმა სახელი 1812 წლის ომის დროს, შესაძლოა სამუელ უილსონის საპატივსაცემოდ მიიღო. რეალური წარმოშობა გაურკვეველია.[5] პირველად ბიძია სემი, ფორმალურ ლიტერატურაში (გაზეთებისგან განსხვავებით) 1816 წლის ალეგორიულ წიგნში სახელად ,,ბიძია სემის თავგადასავალი, დაკარგული ღირსების ძიებაში" გვხვდება. (ინგლ. The Adventures of Uncle Sam, in Search After His Lost Honor).[6]
მაშინ როცა ბიძია სემის ფიგურა კონკრეტულად მთავრობას წარმოადგენს, ქალი ფიგურა, კოლუმბია წარმოადგენს შეერთებულ შტატებს, როგორც ერს. არქაული პერსონაჟი ძმა ჯონათანი (ინგლ. Brother Jonathan) ცნობილი იყო, როგორც ამერიკელი მოსახლეობის წარმომადგენელი.
ადრეული პერსონიფიკაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეერთებული შტატების უძველესი ცნობილი პერსონიფიკაცია იყო ქალი სახელად კოლუმბია, რომელიც პირველად 1738 წელს გამოჩნდა (აშშ-ის შექმნამდე) და ზოგჯერ ასოცირდებოდა სხვა ქალ პერსონიფიკაციასთან - თავისუფლების ქალბატონთან (ინგლ. Lady Liberty). 1775 წლის ამერიკული რევოლუციური ომის დროს გამოჩნდა ძმა ჯონათანი - მამაკაცის პერსონიფიკაცია. ძმა ჯონათანმა ლიტერატურული წინსვლა ამერიკული, ეროვნული, ხასიათის პერსონიფიკაციად ჯონ ნილის 1825 წლის რომანის „ძმა ჯონათანი"-ს (ინგლ. Brother Jonathan) მეშვეობით მოიპოვა.[7][8]
ბიძია სემი საბოლოოდ 1812 წლის ომის შემდეგ გამოჩნდა.[9] კოლუმბია არ გამოჩენილა ძმა ჯონათანთან, ან ბიძია სემთან ერთად. მისი გამოყენება, როგორც ეროვნული პიროვნების, შემცირდა და ფაქტობრივად მიტოვებული იქნა მას შემდეგ, რაც 1920-იან წლებში "Colombia pictures" გამოჩნდა ასპარეზზე.

1810 წლის 24 მარტს ისააკ მაიოსი (აშშ-ის საზღვაო ძალები) აცხადებს: ამოვწიეთ ღუზა, ჩავედით ნავსადგურში, გავიარეთ სენდი ჰუკი, სადაც ორი შუქურაა და გავედით ზღვაში. პირველი და მეორე დღე ყველაზე მომაკვდინებელი კუჭის ტკივილით გავიარეთ, ოჰ, ნაპირზე რომ არ შემძლებოდა გასვლა ტკივილის დროს, ვფიცავ, რომ ბიძია სემი, როგორც მას ეძახიან, ნამდვილად, სამუდამოდ დაკარგავდა სულ მცირე ერთ მეზღვაურს.[10]
ევოლუცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1810 წლის "Niles' Weekly Register"-ის გამოცემაში განმარტავს ბიძია სემის, როგორც „ჟარგონულ ტერმინს არმიაში, შეერთებული შტატებისთვის". სავარაუდოდ, ის წარმოიშვა ამერიკის შეერთებული შტატების[11] აბრევიატურიდან: U.S.
სამუელ უილსონის ლეგენდა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბიძია სემის პერსონაჟის ზუსტი წარმოშობა უცნობია, მაგრამ ურბანული, პოპულარული, ლეგენდის თანახმად, სახელი „ბიძია სემი" წარმოიშვა ხორცის შემფუთველი სამუელ უილსონისგან,რომელიც არლინგტონიდან, მასაჩუსეტსიდან იყო, მოგვიანებით ტროიში, ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. სამუელი ამერიკელ ჯარისკაცებს პროდუქტებით ამარაგებდა 1812 წლის ომის დროს. იმ დროს კონტრაქტორებს ევალებოდათ საკუთარი სახელი და ის ადგილი დაეშტამპათ, საიდანაც ამანათი იგზავნებოდა. უილსონის ამანათები მონიშნული იყო "E.A.—U.S."-ით. როდესაც იკითხეს, რას ნიშნავდა ეს, ერთ-ერთმა თანამშრომელმა ხუმრობით უპასუხა: „ალბერტ ანდერსონი (გამომგზავნი) და ბიძია სემი (მიმღები)", თუმცა U.S. რეალურად შეერთებულ შტატებს ნიშნავდა.[12]
ამ ამბის ავთენტურობასთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდა, რადგან ეს მტკიცება დაბეჭდილ გამოცემებში მხოლოდ 1842 წელს გამოჩნდა.[13] გარდა ამისა, თავდაპირველი ხსენება, რომელიც ნამდვილად ეხება მეტაფორულ ბიძია სემის, 1810 წლით თარიღდება, რაც უილსონის მთავრობასთან კონტრაქტის დადებამდე თარიღდება.[10]
პერსონაჟის განვითარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1835 წელს ძმა ჯონათანმა ბიძია სემი მოიხსენია და აღნიშნა, რომ ისინი სხვადასხვა რამეს განასახიერებდნენ: ძმა ჯონათანი თავად ქვეყანას წარმოადგენდა, ხოლო ბიძია სემი - მთავრობას და მის ძალაუფლებას.[14]
საათების ოსტატი 1849 წლის კომედიურ რომანში განმარტავს: „ჩვენ, ამერიკულ საზოგადოებას ბიძია სემს ვუწოდებთ, ისევე როგორც თქვენ უწოდებთ ბრიტანეთს ჯონ ბულს".[15]
1850-იანი წლებისთვის სახელები ძმა ჯონათანი და ბიძია სემი თითქმის ურთიერთჩანაცვლებად გამოიყენებოდა, იმდენად, რომ გამოსახულებები, რომლებსაც ადრე ძმა ჯონათანს უწოდებდნენ, უკვე ბიძია სემს ეძახდნენ. ორივე პერსონიფიკაციის გარეგნობა მკვეთრად განსხვავდებოდა. მაგალითად, ბიძია სემის ერთ-ერთი გამოსახულება 1860 წელს აჩვენებდა ბენჯამინ ფრანკლინის,[16] ხოლო ძმა ჯონათანს თანამედროვე გამოსახულება[17] უფრო ჰგავს, ბიძია სემს, თუმცა წვერის გარეშე.

1893 წლის სტატიაში "The Lutheran Witness"-ში ნათქვამია, რომ ბიძია სემი უბრალოდ ძმა ჯონათანის სხვა სახელი იყო:
როდესაც მას პოლიტიკაში ვხვდებით, ბიძია სემს ვუწოდებთ. როდესაც მას საზოგადოებაში ვხვდებით, ძმა ჯონათანს ვუწოდებთ. ბოლო დროს ბიძია სემი, ანუ ძმა ჯონათანი, ძალიან ბევრს ჩივის, თითქმის სხვა არაფერს აკეთებს.[18]

ბიძია სემს სტანდარტული სახე არ ჰქონია, მაშინაც კი, როდესაც ამერიკის სამოქალაქო ომის დასასრულს ძმა ჯონათანი ფაქტობრივად მიატოვეს, სანამ ბიძია სემის ცნობილი გაწვევის იმიჯი, პირველად ჯეიმს მონტგომერი ფლეგმა პირველი მსოფლიო ომის დროს არ შექმნა. სურათი შთაგონებულია ბრიტანული რეკრუტირების პლაკატით, რომელზეც ლორდ კიჩენერი მსგავს პოზაშია გამოსახული.[20] სწორედ ამ სურათმა მოახდინა გავლენა ბიძია სემის თანამედროვე გარეგნობაზე ყველაზე მეტად: ხანდაზმული, თეთრკანიანი მამაკაცი, თეთრი თმით და წვერით, რომელსაც ეცვა თეთრი პერანგი, ლურჯი მოსაცმელი. თავზე ცილინდრის ფორმის თეთრი ქუდი ეხურაა ლურჯი ზოლით და ვარსკვლავებით, წითელ-თეთრი ზოლიან შარვალთან ერთად.[20]

ფლეგის მიერ ბიძია სემის გამოსახულება საჯაროდ პირველად, ზოგიერთი ცნობით, 1916 წლის 6 ივლისს ჟურნალ "Leslie's Weekly"-ის გარეკანზე გამოჩნდა წარწერით „რას აკეთებ მზადყოფნისთვის?“[1][21] ამ გამოსახულების ოთხ მილიონზე მეტი ეგზემპლარი დაიბეჭდა 1917-1918 წლებში. ფლეგის გამოსახულება ასევე ფართოდ გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს, რომლის დროსაც გერმანიის სადაზვერვო სააგენტო "Abwehr"-მა აშშ-ს კოდური სახელი „სამლანდი“ უწოდა.[22] ტერმინი სიმღერაში „იანკი დუდლ ბიჭუნა"-ში მთავარი იყო, რომელიც 1942 წელს გამოჩნდა მიუზიკლში "Yankee Doodle Dandy".
ბიძია სემისადმი მიძღვნილი ორი მემორიალი არსებობს, რომლებიც ორივე სამუელ უილსონის ცხოვრებას ეძღვნება: ბიძია სემის მემორიალური ქანდაკება არლინგტონში, მასაჩუსეტში, მისი დაბადების ადგილას არის, ხოლო მეორე მემორიალი მისი დიდი ხნის საცხოვრებელ ადგილას, რივერფრონტის პარკში, ტროიში, ნიუ-იორკში. უილსონის ბავშვობის სახლის მონახულება დღესაც შესაძლებელია მეისონში, ნიუ-ჰემფშირში. სამუელ უილსონი გარდაიცვალა 1854 წლის 31 ივლისს, 87 წლის ასაკში და დაკრძალულია ოუკვუდის სასაფლაოზე, ტროიში, ნიუ-იორკში.
1976 წელს ბიძია სემი გამოსახული იყო სტენლი მელცოფის მიერ "Bell System"-ისთვის დაწერილ ნახატზე „ჩვენი ერის 200 წლის იუბილე, ტელეფონის 100 წლის იუბილე“.[23]
1989 წელს „ბიძია სემის დღე“ ოფიციალური გახდა. კონგრესის ერთობლივი რეზოლუციით,[24] 1989 წლის 13 სექტემბერი „ბიძია სემის დღედ“ გამოცხადდა, სამუელ უილსონის დაბადების დღეს. 2015 წელს ოჯახის ისტორიის კომპანია "MyHeritage"-მა ბიძია სემის გენეალოგიური ხე გამოიკვლია და აცხადებს, რომ მისი ცოცხალი ნათესავები იპოვა.[25][26]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 The Most Famous Poster. American Treasures of the Library of Congress.
- ↑ Walter Botts, the Man Who Modeled Uncle Sam's Pose for J.M. Flagg's Famous Poster. ციტირების თარიღი: February 21, 2018
- ↑ (2006) Uncle Sam. Marshall Cavendish 2006, 40 pages, გვ. 9. ISBN 978-0761421375.
- ↑ What's the deal with Uncle Sam?. ციტირების თარიღი: September 27, 2020
- ↑ Schauffler, Robert Haven (1912) Flag day; its history. New York : Moffat, Yard and Co, გვ. 145.
- ↑ pp. 40–41 of Albert Matthews, "Uncle Sam". Proceedings of the American Antiquarian Society, v.19, 1908. pp. 21–65. Google Books დაარქივებული October 3, 2015, საიტზე Wayback Machine.
- ↑ Morgan, Winifred (1988). An American Icon: Brother Jonathan and American Identity. Newark, New Jersey: University of Delaware Press, გვ. 143. ISBN 0-87413-307-6.
- ↑ Kayorie, James Stephen Merritt (2019). „John Neal (1793–1876)“, American Political Humor: Masters of Satire and Their Impact on U.S. Policy and Culture. Santa Barbara, California: ABC-CLIO, გვ. 88. ISBN 978-1-4408-5486-6.
- ↑ „Uncle Sam“. Encyclopædia Britannica Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 20, 2013. ციტირების თარიღი: June 9, 2012.
- ↑ 10.0 10.1 Zimmer, Ben. (July 4, 2013) New Light on "Uncle Sam" referencing work at USS Constitution Museum in Charlestown, Mass. ციტირების თარიღი: July 2, 2015
- ↑ (1815) Niles' Weekly Register (en). Franklin Press, Baltimore, გვ. 187.
- ↑ Wyandott Herald, Kansas City, August 17, 1882, p. 2
- ↑ Matthews, Albert. (1908) Uncle Sam. Proceedings of the American Antiquarian Society, Volume 19. ციტირების თარიღი: July 2, 2015
- ↑ Morgan, Winifred (1988). An American icon: Brother Jonathan and American identity.pg. 81.
- ↑ Haliburton, Thomas Chandler (1839). The Clockmaker, Or the Sayings and Doings of Sam. Slick of Slickville: To which is Added, the Bubbles of Canada, by the Same Author (en). Baudry, გვ. 20.
- ↑ An appearance echoed in Harper's Weekly, June 3, 1865 "Checkmate" political cartoon (Morgan, Winifred (1988) An American icon: Brother Jonathan and American identity University of Delaware Press pg 95)
- ↑ On page 32 of the January 11, 1862, edition Harper's Weekly.
- ↑ December 7, 1893 "A Bit of Advice" The Lutheran Witness he pg 100
- ↑ Unknown | [Man Whittling a Stick] en. ციტირების თარიღი: 12 October 2024
- ↑ 20.0 20.1 Uncle Sam: We Want You.
- ↑ Who Created Uncle Sam?. Life's Little Mysteries. Live Science. ციტირების თარიღი: February 16, 2012
- ↑ Macintyre, Ben. Operation Mincemeat, p. 57. ISBN 978-1-4088-0921-1
- ↑ "Stanley Meltzoff Archives: The 1976 Bell System Telephone Book Cover" დაარქივებული August 13, 2021, საიტზე Wayback Machine. JKL Museum of Telephony (December 19, 2015); retrieved March 16, 2021
- ↑ Bill Summary & Status – 100th Congress (1987–1988) – H.J.RES.626 – All Congressional Actions – THOMAS. Library of Congress. ციტირების თარიღი: September 13, 2013
- ↑ New York Butcher is Named as Real Live Uncle Sam. The New York Times (July 3, 2015). ციტირების თარიღი: July 3, 2015
- ↑ The History Behind Uncle Sam's Family Tree. Fox News (July 3, 2015). ციტირების თარიღი: July 3, 2015