შინაარსზე გადასვლა

ბიჩაკი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიჩაკი
ტიპი ცომეული
რიგითობა აპეტაიზერი
რეგიონი ცენტრალური აზია
ტემპერატურა სერვირების დროს ცხელი
ვარიაციები გოგრით, ყველით, ხორცით, ჯემითა და სხვადასხვა ბოსტნეულით

ბიჩაკი — სხვადასხვა შიგთავსით სავსე გამომცხვარი ან შემწვარი ცომეულის სახეობა, რომელიც მრავალი ფორმითაა ცნობილი (მრგვალი, სამკუთხა, ოთხკუთხა). ის წარმოადგენს ცნობილ აპეტაიზერს და მიირთმევენ ცენტრალური აზიის ქვეყნებში, მათ შორის უზბეკურ, ტაჯიკურ, ავღანურ და ახლო აღმოსავლურ, განსაკუთრებით კი მაროკოულ სამზარეულოში.

კერძი ხშირად გვხვდება სუფრებზე ჩაის ან ყავის შესვენებების დროს. ბიჩაკის შიგთავსი შეიძლება იყოს გოგრა, ბოსტნეული ან ჯემი (ტკბილი ვარიაციისთვის),[1] ხოლო თუ ის მთავარი კერძია, უმატებენ ხორცსა და ყველს.

ბიჩაკი პოპულარულია, რადგან მისი მომზადება დიდი რაოდენობითაა შესაძლებელი მოკლე დროში.[2] ტრადიციულად მიირთმევენ როშ ჰაშანასა და სუკოტის დღესასწაულებზე. გოგრის ან ყველის შიგთავსით სავსე ბიჩაკს ხშირად იოგურტის ან არაჟნის გარნირი აქვს.[3]

  1. Bichak (Stuffed Baked Triangle). Food Down Under. ციტირების თარიღი: 2008-12-24
  2. bichak (stuffed baked triangle). astray recipes. ციტირების თარიღი: 2008-12-24
  3. Marks, Gil (17 November 2010) Encyclopedia of Jewish Food. ISBN 9780544186316.