ბიფენილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბიფენილი
ბიფენილი: ქიმიური ფორმულა
ბიფენილი: მოლეკულის ხედი
ბიფენილი: სტრუქტურა
ზოგადი
სისტემური სახელწოდება1,1′-ბიფენილი
შემოკლებაBP
ტრადიციული სახელწოდებაბიფენილი,
ფენილბენზოლი
ქიმიური ფორმულა
მოლური მასა154.212 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე1.04[1] /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა69.2 [1] °C
დუღილის ტემპერატურა255 [1] °C
უსაფრთხოება
LD502400 [2]

ბიფენილი (ასევე ცნობილი როგორც დიფენილი, ფენილბენზოლი, 1,1′-ბიფენილი) — ორგანული ნივთიერება ფორმულით (C6H5)2. არის სასიამოვნო სუნის მქონე, მყარი (კრისტალური) არომატული ნივთიერება. არ იხსნება წყალში, მაგრამ იხსნება ორგანულ გამხსნელებში, მისი მოლეკულა შედგება ორი ფენილის რგოლისგან. აღსანიშნავია, რომ ის საწყისი მასალაა პოლიქლორირებული ბიფენილების წარმოებისთვის, რომლებსაც ოდესღაც ფართოდ იყენებდნენ დიელექტრიკულ სითხეებსა და სითბოს გადამცემებში.

მიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბიფენილი გვხვდება ბუნებაშიც სხვადასხვა ბუნებრივ წყაროებში და შესაძლებელია მათგან დისტილაციით გამოყოფა.[3] ინდუსტრიულად მისი მიღება ხდება დეალკილაციით. ტოლუოლისგან მოიხლიჩება მეთილის ჯგუფი, ხოლო ბენზოლისგან — წყალბადი:
C6H5CH3 + C6H6 → C6H5−C6H5 + CH4
  • სხვა ხერხით ის მიიღება ბენზოლის დაჟანგვა-დეჰიდრატაციით (წყლის მიხლეჩით):
2 C6H6 + 12 O2 → C6H5−C6H5 + H2O
ამ ხერხით წლიურად საშუალოდ 40 000 000 კილოგრამი ბიფენილი იწარმოება. [4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Record in the GESTIS Substance Database of the Institute for Occupational Safety and Health
  2. Diphenyl. Immediately Dangerous to Life or Health Concentrations (IDLH). National Institute for Occupational Safety and Health (NIOSH) (4 December 2014). წაკითხვის თარიღი: 17 March 2015.
  3. Adams, N. G., and D. M. Richardson, 1953. Isolation and Identification of Biphenyls from West Edmond Crude Oil. Analytical Chemistry 25 (7): 1073-1074
  4. Karl Griesbaum, Arno Behr, Dieter Biedenkapp, Heinz-Werner Voges, Dorothea Garbe, Christian Paetz, Gerd Collin, Dieter Mayer, Hartmut Höke "Hydrocarbons" in Ullmann's Encyclopedia of Industrial Chemistry 2002 Wiley-VCH, Weinheim. doi:10.1002/14356007.a13_227