ბიტური ნაკადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბიტური ნაკადი (ინგლ. bitstream, bit stream) — ბიტების მიმდევრობა.

ბაიტური ნაკადი არის ბაიტების სერიები. წესისამებრ, თითოეული ბაიტი შედგება 256 სხვადასხვა მნიშვნელობების რიგისგან ანუ ოქტეტისგან, ამიტომ მას ასევე მოიხსენიებენ ტერმინით ოქტეტური ნაკადი. ოქტეტი შეიძლება დაიშიფროს 8 ბიტიანი მიმდევრობის სახით სხვადასხვა ნაირად, ამიტომ არ არსებობს საერთო და პირდაპირი გადაყვანა ბაიტურ ნაკადსა და ბიტურ ნაკადს შორის. პრაქტიკაში ბიტური ნასკადს არ იყენებენ უშუალოდ ბაიტური ნაკადის დაშიფრისთვის; კავშირის არხმა შეიძლება გამოიყენოს სიგნალების გადაცემის მეთოდი, რომელსაც არ არ გადაყავს უშუალოდ ბიტებში (მაგალითად სხვადასხვა სიხშირის სიგნალების გადაცემის გზით) და შიფრავს ისეთ ინფორმაციებსაც, როგორიცაა კადრირება და შეცდომის გასწორება მის მონაცემებთან ერთად.

ბიტური და ბაიტური ნაკადები ფართოდ გამოიყენება ტელეკომუნიკაციებში და გამოთვლით ტექნიკაში: მაგალითად SDH ქსელური ტექნოლოგია უზრუნველყოფს სინქრონული ბიტური ნაკადების ტრანსპორტირებას, ხოლო TCP ქსელურ პროტოკოლს გადააქვს ბაიტური ნაკადი დროითი სინქრონიზაციის გარეშე.

როდესაც ხდება ინფორმაციის მატარებლის მიერ ბიტური ნაკადის ჩაჭერა და შენახვა - წარმოიქმნება ფაილი.

ბაიტური ნაკადის განსაზღვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფორმალურად განსაზღვრებით, ბაიტური ნაკადი ეს არის გარკვეული აბსტრაქცია, კავშირის არხი, რომლითაც ერთ ობიექტს შეუძლია გაგზავნოს ბაიტების მიმდევრობა კავშირის მეორე ბოლოში მყოფ ობიექტთან. ასეთი არხები ხშირად ორმხრივია, მაგრამ ხანდახან ცალმხრივია. თითქმის ყველა შემთხვევაში არხს გააჩნია საიმედოობის თვისება; ე.ი. კავშირის მეორე ბოლოში წარმოიშვება ზუსტად იგივე ბაიტები, ზუსტად იმავე თანმიმდევრობით რაც გადაიცა.

არაფორმალურად, ბაიტური ნაკადი შეიძლება წარმოვიდგინოთ ორი ობიექტის დამაკავშირებელი გარკვეული მილსადენის სახით. ერთ-ერთ ობიექტს შეუძლია შეიტანოს ბაიტები მილსადენში, ხოლო შემდეგ მეორე ობიექტი მიიღებს ამ ბაიტებს. ეს მილსადენი შეიძლება იყოს ეფიმერული ანუ დროებითი ან მუდმივი.

მაგალითები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერმინი „ბიტური ნაკადი“ ხშირად გამოიყენება მონაცემთა კონფიგურაციული აღწერისთვის, რომლებიც იტვირთება მომხმარებლის მიერ პროგრამირებად ვენტილურ მატრიცაში (FPGA). ეს გამოყენება, შესაძლებელია, გაჩნდა მიმდევრობითი ბიტური ნაკადიდან FPGA-ს კონფიგურირების საერთო მეთოდების საფუძველზე, როგორც წესი მიმდევრობითი PROM ან ფლეშ მეხსიერების ჩიპიდან. ასევე, FPGA-ების უმრავლესობას აქვს პარალელური ბაიტური ნაკადების ჩატვირთვის მეთოდის მხარდაჭერა. კონკრეტული FPGA ჩიპის ბიტური ნაკადის დაწვრილებითი ფორმატი ჩვეულებრივ მიიჩნევა ამ FPGA-ს მომწოდებლის საკუთრებად.

მათემატიკაში ბიტების რამდენიმე განსაზღვრული უსასრულო მიმდევრობა შესწავლილ იქნა მათი მათემატიკური თვისებების გამოსაკვლევად; ესენია: ბაუმ–სვიტის მიმდევრობა, ერენფოიხტ–მიჩილსკის მიმდევრობა, რუდინ–შაპიროს მიმდევრობა, ტუე-მორსის მიმდევრობა, ფიბონაჩის სიტყვა, კოლაკოსკის მიმდევრობა, ქაღალდის რეგულარული კეცვის მიმდევრობა (en:Regular paperfolding sequence)

უმრავლეს ოპერაციულ სისტემებში, მათ შორის Windows-ში და Unix-მაგვარებში, სტანდარტული შეტანა/გამოტანის ბიბლიოთეკებს გადაყავთ ქვედა დონის გვერდული ან ბუფერული ფაილის წვდომა ბაიტური ნაკადის პარადიგმაში. კერძოდ Unix-მაგვარ ოპერაციულ სისტემებში ყოველ პროცესს გააჩნია სამი სტანდარტული ნაკადი, ისინი ცალმხრივი ბაიტური ნაკადების მაგალითებია. Unix-ის კონვეიერული მექანიზმი უზრუნველყოფს ბაიტური ნაკადის კავშირს სხვადასხვა პროცესებს შორის. კავშირის პროტოკოლის ერთ-ერთი კარგად ცნობილი მაგალითია TCP (გადაცემის მართვის პროტოკოლი) ინტერნეტ-პროტოკოლების კრებულიდან, რომელიც უზრუნველყოფს ბაიტური ნაკადის მომსახურებას მისი კლიენტებისთვის. TCP უზრუნველყოფს ორმხრივ ბაიტურ ნაკადს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]