შინაარსზე გადასვლა

ბისტრჟიცე-პოდ-ჰოსტინემი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ბისტრჟიცე-პოდ-ჰოსტინემი
Bystřice pod Hostýnem

ჰოსტინის გორიდან დანახული ქალაქი
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე ზლინი
შიდა დაყოფა Bílavsko[1] , Hlinsko pod Hostýnem[1] , Rychlov[1] , Sovadina[1] და Q56415547?
კოორდინატები 49°23′57″ ჩ. გ. 17°40′27″ ა. გ. / 49.39917° ჩ. გ. 17.67417° ა. გ. / 49.39917; 17.67417
მმართველი ზდენეკ როლინცი
პირველი ხსენება 1368
ფართობი 26,81 კმ²
ცენტრის სიმაღლე 315 მ
მოსახლეობა 8 002[2] კაცი (2025)
სიმჭიდროვე 298,4 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 768 61
საავტომობილო კოდი Z
ოფიციალური საიტი bystriceph.cz
ბისტრჟიცე-პოდ-ჰოსტინემი — ჩეხეთი
ბისტრჟიცე-პოდ-ჰოსტინემი

ბისტრჟიცე-პოდ-ჰოსტინემი (ჩეხ. Bystřice pod Hostýnem) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის ზლინის მხარეში. მდებარეობს კრომერჟიჟის რაიონში. ქალაქი ხუთ მუნიციპალურ ნაწილად იყოფა.[3]

ბისტრჟიცე-პოდ-ჰოსტინემი რაიონულ ცენტრ კრომერჟიჟიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 23 კილომეტრში, ხოლო რეგიონალურ დედაქალაქ ზლინიდან 19 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი მორავია-სილეზიის მთისწინეთის ფერდობებზეა გაშენებული. ქალაქში მიედინება პატარა მდინარე ბისტრჟიჩკა. ბისტრჟიცე-პოდ-ჰოსტინემის ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 460 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მის სახელწოდებაში ნახსენები მთა ჰოსტინემი ქალაქიდან სამხრეთში, მისი მუნიციპალური საზღვრების გარეთ მდებარეობს.

მასარიკის მოედანი

ბისტრჟიცე-პოდ-ჰოსტინემი წერილობით წყაროებში პირველად 1368 წელსაა მოხსენიებული. ამ წელს ეს დასახლება ქალაქ პოდებრადის დამაარსებელმა ბოჩეკ I პოდებრადელმა შეიძინა. პირველი ციხესიმაგრე აქ 1440 წელს ააგეს.[4]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბისტრჟიცე-პოდ-ჰოსტინემის სასახლე

ქალაქის გოტიკური ციხესიმაგრე XVI საუკუნის შუა წლებში რენესანსის სტილის სასახლედ გადაკეთდა. ხანძრით დაზიანების შემდეგ, ციხესიმაგრე 1616 წელს აღადგინეს. XVIII საუკუნის შუა პერიოდში ძველ სასახლეს დაემატა ორი ნეოკლასიკური ნაწილი. დღეს ბისტრჟიცე-პოდ-ჰოსტინემის სასახლე ქალაქის საკუთრებაშია და აქ განთავსებულია მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.[5]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 Czech location identification system — Czech Office of Surveying and Cadastre.
  2. ↑ Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
  3. ↑ Public Census 2021 – basic data cs. Public Database. Czech Statistical Office (2022).
  4. ↑ Historie města cs. Město Bystřice pod Hostýnem. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-15. ციტირების თარიღი: 2021-12-15
  5. ↑ Zámek Bystřice pod Hostýnem cs. Město Bystřice pod Hostýnem. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-15. ციტირების თარიღი: 2021-12-15