ბისკოტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბისკოტი

ტრადიციული ტუსკანური კანტუჩიო (ბისკოტი).
ალტერნატიული
სახელები
Biscotti di Prato
ტიპი ორცხობილა
წარმოშობის ადგილი იტალია
რეგიონი ტოსკანა, განსაკუთრებით ქალაქი პრატო
მთავარი
ინგრედიენტები
ფქვილი, შაქარი, კვერცხი და ნუში

ბისკოტი (იტალიური გამოთქმა: [biˈskɔtti]; ქართულად: ორჯერ მომზადებული) არის იტალიური ნუშის ორცხობილა, რომელიც წარმოიშვა ტოსკანის ქალაქ პრატოში. ისინი ორჯერ გამომცხვარი, მოგრძო ფორმის, მშრალი, ხრაშუნა ორცხობილებია, რომელთაც ხშირად სასმელში (ტრადიციულად, ვინ სანტოში) დებენ და ისე მიირთმევენ[1]. მეორენაირად ცნობილია როგორც კანტუჩი (cantucci).


სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანტუჩიო (Cantuccio) არის ძველი იტალიური სიტყვა, რომელიც ნიშნავს "პატარა ადგილს", "კუთხეს", მაგრამ წარსულში მას ასევე იყენებდნენ პურის პატარა ნაჭრის დასახასიათებლად, რომელსაც ხრაშუნა ქერქი აქვს (როგორც წესი, პირველი და ბოლო პურის ნაჭრები, "კუთხეები").

სიტყვა ბისკოტო (Biscotto), თანამედროვე იტალიურ ენაში ბისკვიტის სინონიმია, მაგრამ ის წარმოიშვა შუა საუკუნეების ლათინური სიტყვიდან biscoctus - "ორჯერ გამოცხობილი". მათ სპეციალურად ორჯერ აცხობდნენ,რათა უფრო დამშრალიყო და მათი შენახვა დიდი ხნის განმავლობაში გამხდარიყო შესაძლებელი. ასეთი მდგრადი საკვები განსაკუთრებით სასარგებლო იყო მოგზაურობისა და ომების დროს - ორჯერ გამომცხვარი პური რომაული ლეგიონის ძირითადი საკვები იყო[2].

თანამედროვე იტალიურში სიტყვა biscotto აღნიშნავს ნებისმიერ ფუნთუშას ან კრეკერს. სხვა ქვეყნებში სიტყვა "ბისკოტი" მხოლოდ იტალიურ ბისკვიტს ეწოდება, რომელსაც, იტალიაში cantuccio ჰქვია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალიაში მათ პრატოს ბისკვიტებსაც უწოდებენ, რაც ნიშნავს, რომ მსგავსი, მაგრამ განსხვავებული ორცხობილები სხვა რეგიონებშიც მზადდებოდა. იტალიური ბისკოტის სხვადასხვა სახეობები ერთმანეთისგან განსხვავდება ცომის აფუებით, არომატით, ზომითა და ფორმით.

კატალანიური კარქინიულები

ესპანეთში კატალონიური კარქინიოლი (კატალ. [Kəɾkiˈɲɔli], მრავლობითი - კარქინიოლის) მზადდება მთლიანი ან დაჭრილი ნუშით და ასოცირდება კატალონიურენოვან რამდენიმე ტერიტორიასთან[3].

ბისკოტი ტრადიციულია ვალენსიის ზოგიერთ შიდა ქალაქში, სადაც მათ უწოდებენ როსეგონს (rosegons)[4]. ისინი ესპანეთში, ძირითადად, ოთხკუთხედის ფორმისაა და ხანდახან, მათ ნუშების გარეშეც აკეთებენ.

ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც "ბისკვიტმა" სხვა მნიშვნელობა შეიძინა, ნებისმიერ ორჯერ გამომცხვარ ორცხობილას ბისკოტის უწოდებენ[5].

რეცეპტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბისკოტი ღვინოსთან ერთად

ჩვენამდე შემორჩენილი ბისკოტის უძველესი რეცეპტი, მეცხრამეტე საუკუნეში, პრატოს საკონდიტრო მზარეულის, ანტონიო მათეის მიერაა შექმნილი და დღემდე, მისი ვერსია ითვლება ბისკოტის ტრადიციულ რეცეპტად. მათემ თავისი ბისოტები მიიტანა პარიზის გამოფენა Exhibition Universelle- ში 1867 წელს, სადაც განსაკუთრებული აღნიშვნა მოიპოვა.

ბისკოტის ცომი შედგება მხოლოდ ფქვილის, შაქრის, კვერცხის, ფიჭვის კაკლისა და ნუშისგან, რომელიც არ არის შემწვარი და შენარჩუნებულია მისი კანი. ტრადიციული რეცეპტი არ იყენებს საფუარს ან ცხიმს(კარაქი, ზეთი, რძე) ცომში. თითქმის მთლიანად მშრალი ცომი შემდეგ ორჯერ გამოხცვება: ერთხელ მთლიანი ცომი, რომელიც მხოლოდ ნახევრად ცხვება, მეორედ კი ცომის დაჭრის და ბისკოტებისთვის ფორმის მიცემის შემდეგ,სწორედ მეორე გამოცხობა განსაზღვრას იმას, თუ რამდენად მაგარია ბისკოტი.

ტრადიციულად იტალიაში ბისკოტისთან ერთად კიდევ ერთ ტკბილეულს, ბრუტიბონს ყიდულობენ და მიირთმევენ დესერტის შემდეგ, როგორც წესი, ფორთოხლის წვენის თანხლებით.

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოსკანური სტილის კანტუჩიო ხშირად მიირთმეოდა ვინ სანტოს თანხლებით.

იმის გამო, რომ ისინი ძალიან მშრალია,დღესაც მას ძირითადად სასმელთან ერთად მიირთმევენ. თანამედროვე იტალიაში მათ ჩვეულებრივ მიირთმევენ სადილის შემდეგ დესერტად ტოსკანური გამაჯანსაღებელი ღვინით.

იტალიის გარეთ ისინი უფრო ხშირად თან ახლავს ყავას, მათ შორის კაპუჩინოსა და ლატეს, ან შავ ჩაის. ბისკოტი, როგორც ინგრედიენტი, ძალიან ხშირად გამოიყენება იტალიურ კერძებში და კერძების კომბინაციაში[6].

კატალონიაში, კარქინიოლის, როგორც წესი, მიირთმევენ პატარა ჭიქა ტკბილი დესერტის ღვინით, მაგალითად, მუსკატით ან მოსკატელით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]