ბისკარის ხოცვა-ჟლეტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გენერალი პატონი და პოდპოლკოვნიკი ლ. ბერნარდი

ბისკარის ხოცვა-ჟლეტა — ორი ინციდენტის კოლექტიური სახელი, როდესაც 45-ე ქვეითი სამმართველოს ამერიკელმა ჯარისკაცებმა დახოცეს 74 უიარაღო იტალიელი სამხედრო ტყვე და ორი გერმანელი ტყვე. ეს მოხდა 1943 წლის 14 ივლისს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიცილიაში მოკავშირე ძალების შემოჭრის დროს, გენერალ-ლეიტენანტი ჯორჯ პატონი და გენერალ ბერნარ მონტგომერის მეთაურობით მე -8 ბრიტანული არმია 1943 წლის 10 ივლისს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შეიჭრნენ.

გენერალ-ლეიტენანტმა ომარ ბრედლიმ აშშ-ის 45 დივიზიონის ქვეით ჯარს მისცა რთული დავალება -  შეიპყრონ ახლოს მდებარე ქალაქები და აეროდრომები. 180-ე ქვეით ჯარს ჰქონდა დავალება შეიპყრონ ბისკარის აეროდრომი. ბრძანება იმდენად ცუდად სრულდებოდა, რომ გენერალ-მოიორი ტროი მიდლტონი მეთაურის მოხსნაზე ფიქრობდა. ამის ნაცვლად დივიზიის მეთაურის დამხმარე გაგზავნეს, რათა მკაცრად დაკვირვებოდა ლეგიონს.  

1943 წლის 14 ივლისს ბისკარის აეროდრომის დაპყრობის შემდეგ 180-ე ქვეითი ჯარის ლეგიონმა მოკლა 74 იტალიელი და 2 გერმანელი სამხედრო ტყვე ორი ცალკე ინციდენტის მიმდინარეობისას. პირველ რიგში გარდაიცვა 36 ან 39 იტალიელი, მეორე ინციდენტის დროს კი 35 იტალიელი და ორი გერმანელი ჯარისკაცი.

აღსანიშნავია, რომ როდესაც გენერალი ომარ ბრედლი ინფორმირებული იყო ხოცვა-ჟლეტაზე მან გენერალ ჯორჯ პატონს უთხრა, რომ ამერიკელმა სამხედროება დახოცეს დაახლოებით 50-70 ტყვე. პატონი ამ წინადადებას რამდენიმე წლის შემდეგ უპასუხა თავის დღიურში:

„მე ვუთხარი ბრედლის, რომ, სავარაუდოდ, ის აჭარბებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ მკვდრები იყვნენ სნაიპერები ან გაქცევა დააპირეს. სხვა შემთხვევაში ეს გამოიწვევს სკანდალს პრესაში და ასევე გამოიწვევს სამოქალაქო უკმაყოფილებას. ისინი მაინც მკვდარნი არიან, ამიტომ ვერაფერს შევცვლით“[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Atkinson (2007), p. 119.