ბირჟის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბირჟის ხიდი
რუს. Биржевой мост
Birzhevoy Bridge SPB 01.jpg
კოორდინატები: 59°56′46″ ჩ. გ. 30°18′12″ ა. გ. / 59.94611° ჩ. გ. 30.30333° ა. გ. / 59.94611; 30.30333
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
ისტორიული სახელწოდება მშენებელთა ხიდი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია პატარა ნევა
მასალა რკინა
თაღების რაოდენობა 5
სიგრძე 239 
სიგანე 27 
კონსტრუქტორი/არქიტექტორი ლევ ნოსკოვი, პეტრე არეშევი
გახსნის თარიღი 1894 წ.
ბირჟის ხიდი — რუსეთი
ბირჟის ხიდი
ბირჟის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
ბირჟის ხიდი
Commons-logo.svg სურათები ვიკისაწყობში

ბირჟის ხიდი (რუს. Биржевой мост) — საფეხმავლო და საავტომობილო გასახსნელი ხიდი სანქტ-პეტერბურგში, მდინარე პატარა ნევაზე, პეტროგრადის რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს ვასილევსკისა და პეტროგრადის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 239 მეტრი, ხოლო სიგანე — 27 მეტრი.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი მდებარეობს ბირჟის მოედანსა და მიტნინის სანაპიროს შორის.

უახლოესი მეტროს სადგურია „სპორტივნაია“.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1894 წლის 6 აპრილს ხიდმა მიიღო დღევანდელი სახელწოდება. 1918 წლის ოქტომბერში მას გადაარქვეს სახელი და უწოდეს მშენებელთა ხიდი. სახელწოდება არსებობდა 1989 წლის 22 სექტემბრამდე, რის შემდეგაც ხიდმა დაიბრუნა ისტორიული სახელწოდება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ხიდი ამ ადგილზე ააგეს 1893-1894 წლებში ინჟინერ ნ. მ. მაზუროვის პროექტის მიხედვით. ეს იყო 25-მალიანი ხის გასახსნელი ხიდი. მისი სიგრძე შეადგენდა 326 მეტრს, ხოლო სიგანე 18,7 მეტრს (აქედან 2,9 მეტრი ტროტუარების სიგრძე იყო). 1913 წელს ხიდი გადააკეთეს ტრამვაის ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით. 1914 წელს ქალაქის სამმართველოში დადგა საკითხი ახალი მუდმივი მეტალის ხიდის მშენებლობის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ უნდა აგებულიყო არსებული ხიდიდან 70 მეტრით ქვემოთ დინების მიმართულებით. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ ამ პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალა.

ამჟამად არსებული ხიდის მშენებლობა მიმდინარობდა 1957-1960 წლებში „Ленгипроинжпроект“-ის ინჟინრების ვ. ვ. დემჩენკოს, ბ. ბ. ლევინისა და არქიტექტორების ლ. ა. ნოსკოვისა და პ. ა. არეშევის პროექტის მიხედვით. ხიდის პროექტი დაამტკიცეს ჯერ კიდევ 1940 წელს, თუმცა მშენებლობას ხელი შეუშალა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ. ხიდი ააგეს 70 მეტრით ქვემოთ, დინების მიმართულებით.

კონსტრუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი შედგება ხუთი მალისაგან. მალების სიგრძე სიმეტრიულია: 37 მ + 43,5 მ + 53 მ + 43,5 მ + 37 მ. ცენტრალური მალა ორფრთიანია და იხსნება.

1996-1997 წლებში ხიდზე ტრამვაის ხაზის დემონტაჟი განხორციელდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Биржевой мост. 125 лет / науч. ред. Богданов Г. И. — СПб.: Издательский дом «Бранко», 2018. — 160 с. — ISBN 978-5-903521-63-0.
  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 49, 473. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 33. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]