ბირმული კატა
ბირმული კატა — კატის ჯიში, რომელსაც ასევე ,,წმინდა ბირმულ კატა-საც უწოდებენ. ეს კატა მეგობრული და მშვიდი ბუნების მქონეა, რომელიც კარგად ეჩვევა ოჯახის წევრებს. ბირმული კატა დასავლეთ აზიაში ჩამოყალიბებული იშვიათი კატის ჯიშია, რომელსაც ნადირობა არ იზიდავს და ძაღლებს ძირითადად კარგად ეგუება.

ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია ბირმული კატის წარმოშობის შესახებ, მაგრამ ხშირად მათ სამშობლოდ ჩრდილოეთ ბირმას მიიჩნევენ. ბირმაში კატების ეს ჯიში ტაძრებში ჰყავდათ ხოლმე. ბირმული კატები გარდაცვლილი ბერების რეინკარნაციად მიიჩნევოდნენ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ეს ჯიში ევროპაში ორი ევროპელის მეშვეობით მოხვდა, რომლებსაც კატების წყვილი აჩუქეს ბერებმა , როგორც საჩუქარი ლაო-ცუნის ტაძრის დაცვისთვის. საფრანგეთში ცოცხალმა მხოლოდ ძუ კატამ ჩააღწია, რომელმაც შემდეგ კნუტები დაყარა. ითვლება, რომ ბირმული კატები ამ ორი ინდივიდის საშუალებით გავრცელდა ევროპაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალდერტონი დ., ,, როგორ შევარჩიოთ კატა. რომელია თქვენთვის საუკეთესო ოთხფეხა მეგობარი?" 2012 წ., გვ.45, ISBN 978-9941-19-649-2