ბირმინგემის მუზეუმი და სამხატვრო გალერეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბირმინგემის მუზეუმი და სამხატვრო გალერეა
52°28′49″ ჩ. გ. 1°54′14″ დ. გ. / 52.48028° ჩ. გ. 1.90389° დ. გ. / 52.48028; -1.90389
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
მდებარეობა Birmingham
ოფიციალური საიტი http://www.bmag.org.uk და http://www.birminghammuseums.org.uk/bmag[1]
Map

ბირმინგემის მუზეუმი და სამხატვრო გალერეა - მუზეუმი და სამხატვრო გალერეა ბირმინგემი, ინგლისში. მუზეუმის კოლექციებში შედის სახვითი ხელოვნების, კერამიკის, ლითონის ნამუშევრების, საიუველირო საქმიანობის, ბუნების ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის ადგილობრივი ისტორიისა და სამრეწველო ისტორიის საერთაშორისო მნიშვნელობის ნამუშევრები.[2]

მუზეუმი/გალერეა Birmingham Museums Trust-ის, გაერთიანებულ სამეფოში უდიდესი დამოუკიდებელი სამუზეუმო საბჭოს მიერ იმართება, რომლის დაქვემდებარებაშიც ქალაქის კიდევ რვა მუზეუმია.[3] მუზეუმსა და სამხატვრო გალერეაში შესვლა უფასოა, თუმცა ზოგიერთ გამოფენაზე შესვლა ფასიანია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდუსტრიული გალერეა
მრგვალი ოთახი ჯეიკობ ეპსტაინის ნახატთან, „მთავარანგელოზი ლუციფერი“, ერთად

1845 წელს მიღებული მუზეუმების შესახებ კანონის მიხედვით, იმ ოლქებში, სადაც მოსახლეობა 10 000-ს აღემატებოდა, მუზეუმები დაარსდა.[4] 1864 წელს პირველი საჯარო საგამოფენო ოთახი გაიხსნა, როდესაც ბირმინგემის ხელოვანთა სამეფო საზოგადოებამ და სხვა დონორებმა 64 ნახატი და სულთანგანჯ-ბუდას ქანდაკება ბირმინგემის საქალაქო საბჭოს წარუდგინეს.[5] თავდაპირველად გამოფენა თავისუფალი ბიბლიოთეკის შენობაში მოეწყო, მაგრამ არასაკმარისი სივრცის გამო, ნახატები ასტონ-ჰილსში გადაიტანეს. ჯოზეფ ნეტლფოლდმა ბირმინგემის სამხატვრო გალერეას დევიდ კოქსის 25 ნამუშევარი უანდერძა.[6]

1880 წელს თავისუფალი სამხატვრო გალერეის საპატიო კურატორად ადგილობრივი ხელოვანი, ალენ ეუვარდ ევერიტი დაინიშნა. თავისუფალი სამხატვრო გალერეა ბირმინგემის მუზეუმისა და სამხატვრო გალერეის წინამორბედი იყო.[7]

1878-1879 წლებში ბირმინგემის თავისუფალ ბიბლიოთეკებზე პასუხისმგებელი ქალაქის მერი, ჯესი კოლინგსი იყო, რომელიც ბირმინგემის სამხატვრო გალერეის დაარსების მხარდამჭერი იყო. სამხატვრო გალერეის შექმნას ახალი ბიძგი რიჩარდ და ჯორჯ ტანგიების საჩუქარმა, 10 000-მა გირვანქა სტერლინგმა (2010 წლის მონაცემებით, 840 000 ფუნტი) და 1885 წელს, ქალაქის საბჭოს მიერ 40 000£-ის გადაცემის შემდეგ, სამხატვრო გალერეა იმავე წლის 28 ნოემბერს ოფიციალურად გახსნა უელსის პრინცმა.[5][8] მუზეუმმა და სამხატვრო გალერეამ ბირმინგემის საქალაქო საბჭოს შენობის დიდი ნაწილი დაიკავა. შენობა იოვილ ტომპსონის დიზაინით აშენდა. ახალი შენობისთვის (საქალაქო საბჭოს შენობის გვერდით) სამშენებლო მასალები Hart, Son, Peard & Co.-მ გაიღო და როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის სივრცე გაიზარდა დეკორატიული ხელოვნების ნიმუშების გამოსაფენად.[9] მუზეუმის ექსტერიერის გამორჩეული ნაგებობები საათის კოშკი და ფრენსის ჯონ უილიამსონის მიერ შექმნილი მასიური პორტიკი იყო.[10] 1900 წლისთვის, მუზეუმის კოლექცია, განსაკუთრებით, თანადროული ბრიტანული ნამუშევრები, ხელოვნების ჟურნალის“ შეფასებით, „ბრიტანეთის მასშტებით, ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი კოლექცია“ იყო.[11]

1946 წლამდე მუზეუმი ძირიდად კერძო პირების შემოწირულობებზე იყო დამოკიდებული. კიდევ ერთი გალერეის უზრუნველსაყოფად მუზეუმს ჯონ ფიინიმ 50 000£ გადასცა.[5]

1940 წელს დაბომბვების შემდეგ შვიდი გალერეის რესტავრაცია გახდა საჭირო.[5] მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხელოვნების ნიმუშების მეთვალყურედ მერი ვუდალი (1901-1988) დაინიშნა, ხოლო დირექტორად, ტრენჩარდ კოქსი. ვუდალსა და კოქსს, ლონდონის სახელოვნებო წრეებთან სიახლოვითი, გალერეისთვის უფრო მეტი დონორისა და გამოფენის მოზიდვა შეეძლოთ. 1956 წელს კოქსი ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმის დირექტორი გახდა და მისი თანამდებობა ვუდალმა დაიკავა.[12]

1951 წელს ბირმინგემის მუზეუმსა და სამხატვრო გალერეას ბირმინგების მეცნიერებისა და მრეწველობის მუზეუმი შეუერთდა. 2001 წელს მეცნიერების მუზეუმი დაიხურა, ზოგიერთი გამოფენა კი ბირმინგემის მეცნიერების მუზეუმში გადავიდა.

ბირმინგემის მუზეუმისა და სამხატვრო გალერეის მთავარი შესასვლელი ჩემბერლენის მოედანზე მდებარეობს, საათი კოშკის ქვევით, რომელსაც ადგილობრივები ბიგ ბრუმს უწოდებენ. მუზეუმის შესასავლელ დარბაზში მემორიალურ დაფაზე წარწერაა „ინდუსტრიის მონაგებით ხელს ვუწყობთ ხელოვნების განვითარებას“.[5]

2010 წლის ოქტომბერში 2010-2011 წლების დაფინანსების 1.5 მილიონი გირვანქა სტერლინგით შემცირების გამო, მუზეუმში უოთერჰოლი დაიხურა. უკანასკნელი გამოფენა, რომელიც უოთერჰოლში გაიმართა, სტივ მაქურის რეტროსპექტივა იყო.

ბირმინგემის მუზეუმი და სამხატვრო გალერეა თავდაპირველად ბირმინგემის საქალაქო საბჭოს დაქვემდებარებაში იყო, დღეისთვის კი ქალაქის რვა მუზეუმთან ერთად Birmingham Museums Trust-ის დაქვემდებარებაშია.

სამხატვრო გალერეის მთავარი ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხატვრო გალერეაში XIV-XXI საუკუნეების ნახატების ფართო კოლექციაა დაცული. კოლექციებში შესულია პრერაფაელიტების ნამუშევრები და ედუარდ ბერნ-ჯოუნზის უდიდესი კოლექციაც. სხვა მხატვრებიდან აღსანიშნავია: ინგლისური სკოლის წარმომადგენლები: ჯონ კონსტებლი (2 ნახატი),[13][14] დევიდ კოქსი (11 ნახატი),[15] თომას გეინზბორო (3 ნახატი),[16] უილიამ ჰოგარტი (2 ნახატი), პიტერ ლელი (2 ნახატი), უილიამ ტერნერი (1 ნახატი) და სხვ.; ფლამანდიური სკოლის წარმომადგენლები: პეტრუს კრისტუსი (1), პეტერ პაულ რუბენსი (1); ფრანგული სკოლის წარმომადგენლები: ჟორჟ დიუფრენუა (1), ედგარ დეგა (1),[17] კამილ პისარო (1),[18] პიერ-ოგიუსტ რენუარი (1)[19] და ა.შ.

ანტიკვარიატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბირმინგემის მუზეუმსა და სამხატვრო გალერეაში დაცულ ანტიკვარულ ნივთებს შორისაა მოეტენები (ანტიკური ხანიდან შუა საუკუნეებამდე), ანტიკური ინდოეთის, ცენტრალური აზიის, ანტიკური კვიპროსისა და ძველი ეგვიპტის არტეფაქტები. მუზეუმში დაცულია ქალხუში აღმოჩენილი სპილოს ძვლისგან დამზადებული 28 ნაკეთობა.[20] სამუზეუმო ექსპონატებს შორისაა კლასიკური საბერძნეთის, რომის იმპერიისა და ლათინური ამერიკის მასალებიც. შუა საუკუნეების მასალების დიდი ნაწილი მუზეუმის მესამე სართულზე, ბირმინგების ისტორიის გალერეებშია (მუდმივი გამოფენა) გამოფენილი,.

2014 წელს მუზეუმში სტეფორდშირის საგანძურისადმი მიძრვნილი გალერეა გაიხსნა, რომელშიც 2009 წელს სოფელ ჰამერვიჩის მახლობლად აღმოჩენილი უდიდესი ანგლო-საქსური საგანძურია გამოფენილი.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოორდინატები: 52°28′49″ ჩ. გ. 1°54′13″ დ. გ. / 52.4803000° ჩ. გ. 1.9037861° დ. გ. / 52.4803000; -1.9037861

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://vocaleyes.co.uk/research/heritage-access-2022/benchmark/
  2. Fisher, Mark (2005). „Barber Institute of Fine Arts“, Britain's Best Museums and Galleries: From the Greatest Collections to the Smallest Curiosities. Harmondsworth: Penguin Books, გვ. 205–207. ISBN 0-14-101960-3. 
  3. West Mids accountants appointed by largest independent museums trust. Commercial News Media (2013-07-22). ციტირების თარიღი: 2013-08-04
  4. Kelly & Kelly (1977), p. 77.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 'Economic and Social History: Social History since 1815', A History of the County of Warwick: VII The City of Birmingham (1964), pp. 223–45. Feeney (accessed: 30 January 2008).
  6. Barbara M. D. Smith, 'Nettlefold, Joseph Henry (1827–1881)', rev. Oxford Dictionary of National Biography, Oxford University Press, 2004
  7. W. J. Harrison, 'Everitt, Allen Edward (1824–1882)', rev. Stephen Wildman, Oxford Dictionary of National Biography, Oxford University Press, 2004
  8. Death of Sir Richard Tangye. New York Times (1906-10-15). ციტირების თარიღი: 2010-06-05
  9. 'The Ornamental Ironwork of the Birmingham Council House and Art Galleries', The Architect, 27 November 1885, pp. 8–9.
  10. 'New Public Buildings in Birmingham', The Builder, 5 December 1885, p. 786.
  11. 'The Chronicle of Art — May: Birmingham Art Gallery', Magazine of Art, May 1899, p. 332.
  12. Kenneth Garlick, 'Woodall, Mary (1901–1988)', Oxford Dictionary of National Biography, Oxford University Press, September 2004.
  13. Oil Painting – Study of Clouds – Evening, August 31st, 1822. – Birmingham Museums & Art Gallery Information Centre. Bmagic.org.uk. ციტირების თარიღი: 2014-03-06
  14. Harwich Lighthouse by John Constable at Birmingham Museums and Art Gallery Prints. Bmagprints.org.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-06. ციტირების თარიღი: 2014-03-06
  15. Birmingham Museums & Art Gallery. Bmagprints.org.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-06. ციტირების თარიღი: 2014-03-06
  16. Birmingham Museums and art Gallery : Search Results : Gainsborough. Bmagic.org.uk. ციტირების თარიღი: 2014-03-06
  17. Oil Painting – A Roman Beggar Woman – Birmingham Museums & Art Gallery Information Centre. Bmagic.org.uk. ციტირების თარიღი: 2014-03-06
  18. Oil Painting – Le Pont Boieldieu à Rouen, Soleil Couchant [The Pont Boieldieu at Sunset] – Birmingham Museums & Art Gallery Information Centre. Bmagic.org.uk. ციტირების თარიღი: 2014-03-06
  19. Oil Painting – St Tropez, France – Birmingham Museums & Art Gallery Information Centre. Bmagic.org.uk. ციტირების თარიღი: 2014-03-06
  20. Horry, Ruth A. (2015) Conserving Birmingham Museum's Nimrud ivories. University of Pennsylvania. ციტირების თარიღი: 19 December 2020