ბირლადი (მდინარე)
იერსახე
| ბირლადი | |
|---|---|
|
ბირლადი | |
| სიგრძე | 207 კმ |
| აუზის ფართობი | 7220 კმ² |
|
| |
ბირლადი (რუმ. Râul Bârlad) — მდინარე რუმინეთში, მდინარე სირეტის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 207 კმ, აუზის ფართობი 7220 კმ². სათავე აქვს ბირლადის პლატოს დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 370 მ სიმაღლეზე. მეტწილად მიედინება მოლდოვის მაღლობის ფარგლებში. დამახასიათებელია გაზაფხულის წყალდიდობა და ზაფხულის დაბალი ჩამონადენი. გამოიყენება სარწყავად. მდინარის ნაპირზე მდებარეობს ქალაქები ვასლუი, ბირლადი, ტეკუჩი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბირლადი (მდინარე)“ ვიკისაწყობში.- ბირლადი — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია[მკვდარი ბმული] (რუსული)