შინაარსზე გადასვლა

ბირიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქათმის ბირიანი
ქათმის ბირიანი

ბირიანი (არაბ. برياني) –სიტყვა biryani მოდის სპარსული beryā (n) (სპარსული بریان, შემწვარი) – ინდოეთის სუბკონტინენტის კერძი. გავრცელებულია მთელ სამხრეთ აზიაში. მისი წარმოშობა სპარსულია. ბირიანი არის ქურთულ, ერაყულ, ქუვეითის, ბაჰრეინის, პაკისტანის სამზარეულოებშიც. პოპულარულია, როგორც ქუჩის კერძიც.

ინგრედიენტებია: ბრინჯი (ჩვეულებრივ ბასმატი), ხორცი, იოგურტი და სანელებლები. შესაძლოა დაემატოს თევზი, კვერცხი ან ბოსტნეული. ბირიანის დასამზადებლად საჭირო სანელებლები და სოუსები შეიცავს ერბოს კუმინს, ილს, დარიჩინს, დაფნის ფოთლებს, ქინძს, ზაფრანას, პიტნას მწვანილს, კოჭას, ხახვს და ნიორს და სხვ.

ერაყული ბირიანი უფრო მსუბუქია, სუნელების განსხვავებული ნაზავით და ბოსტნეულის უფრო მრავალფეროვანი სახეობით, მათ შორის კარტოფილის, ბარდის, სტაფილოსა და ხახვის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]