შინაარსზე გადასვლა

ბირდმორის მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბირდმორის მყინვარი
1956 წელი. ხედი ბირდმორის მყინვარზე.
1956 წელი. ხედი ბირდმორის მყინვარზე.
კოორდინატები: 83°45′ ს. გ. 171°00′ ა. გ. / 83.750° ს. გ. 171.000° ა. გ. / -83.750; 171.000
სიგრძე 168 კმ
ბირდმორის მყინვარი — ანტარქტიდა
ბირდმორის მყინვარი

ბირდმორის მყინვარი (ინგლ. Beardmore Glacier) — მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მყინვარი. მისი სიგრძე 160 კილომეტრზე მეტია. მყინვარი მდებარეობს ანტარქტიდაში და წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს გასასვლელს ტრანსანტარქტიკულ მთებზე როსის შელფური მყინვარიდან პოლარულ პლატოზე. დასავლეთი მხრიდან მყინვარი შემოფარგლულია დედოფალ ალექსანდრას ქედით, ხოლო აღმოსავლეთიდან — თანამეგობრობის ქედითა და კილტის მყინვარით.

რობერტ სკოტის 1911-1913 წლების ესპედიციამ პოლუსის მიღწევის მცდელობისას 1911 წელს გამოიყენა იგივე გასასვლელი. სკოტის გუნდმა წარმატებით მიაღწია მიზანს 1912 წლის 18 იანვარს, მაგრამ დამოუკიდებლად მოქმედმა ნორვეგიის ანტარქტიკულმა ექსპედიციამ რუალ ამუნდსენის მეთაურობით მათ 35 დღით დაასწრო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]