შინაარსზე გადასვლა

ბიოკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიოკო
მშობ. სახელი: ესპ. Bioko
გეოგრაფია
მდებარეობა ატლანტის ოკეანე
კოორდინატები 03°30′00″ ჩ. გ. 08°42′00″ ა. გ. / 3.50000° ჩ. გ. 8.70000° ა. გ. / 3.50000; 8.70000
ფართობი 2017 კმ²
სიგრძე 70 კმ
სიგანე 32 კმ
უმაღლესი წერტილი 3008 მ
პიკო ბაზილე
ეკვატორული გვინეის დროშა ეკვატორული გვინეა
რეგიონი კუნძულოვანი გვინეა
პროვინცია ჩრდილოეთ ბიოკო, სამხრეთ ბიოკო
დემოგრაფია
მოსახლეობა 334 463 (2015)
სიმჭიდროვე 165,82 ად. /კმ²
ბიოკო — ატლანტის ოკეანე
ბიოკო

ბიოკო (ესპ. Bioko), 1973 წლამდე — ფერნანდო-პო (ესპ. Fernando Póo), 1973—1979 წლებში — მასიას-ნგემა-ბიიოგო (ესპ. Macias Nguema Bijogo) — კუნძული ატლანტის ოკეანის ბიაფრის ყურეში (გვინეის ყურის შემადგენელი ნაწილი), ყველაზე დიდი იმ კუნძულებში, რომლებიც ეკუთვნის ეკვატორულ გვინეას; აქ მდებარეობს ამ ქვეყნის დედაქალაქიმალაბო.

ევროპელთაგან პირველმა კუნძული 1471 წელს აღმოაჩინა პორტუგალიელმა ფერნანდო პომ და მას დაარქვა ფორმოზა. მოგვიანებით კუნძულს მისი პირველი აღმომჩენის პატივსაცემად უწოდეს ფერნანდო-პო. ევროპული გეოგრაფიული სახელწოდებების აფრიკულით შეცვლის კამპანიის დროს კუნძულს 1973 წელს ეკვატორული გვინეის პირველი პრეზიდენტის — ფრანსისკო მასიას ნგემას პატივსაცემად დაარქვეს მასიას-ნგემა-ბიიოგო, რომლის ჩამოგდების შემდეგ დაარქვეს ბიოკო (1979 წელს).

კუნძულ ბიოკოს ხედი ხელოვნური თანამგზავრიდან
კუნძულ ბიოკოს რელიეფის რუკა

კუნძულის სიგრძეა 70 კმ, სიგანე — 32 კმ, ფართობი — 2017 კმ². ნაპირები დაკლაკნილია, გადაჯდომისთვის სახიფათო. კუნძული მთიანია, ვულკანური წარმოშობის. წარმოიქმნა რამდენიმე ვულკანური კონუსების შეერთებისას სიმაღლით 3008 მეტრამდე (პიკო ბაზილეს მთა, მთელი ქვეყნის უმაღლესი წერტილი). შემდგომში დაიფარა ჩამქრალი ვულკანის ფერფლით, რის გამოც კუნძულის ნიადაგი განსაკუთრებით მდიდარია მიკროელემენტებით, რაც ხელს უწყობს ხეების და ვაზის სწრაფ ზრდას. ადგილობრივი ფერმერები დიდ ძალისხმევას ხარჯავენ, რომ შეეწინაღმდეგონ ვაზის სტიქიურ ზრდას, რომლებიც ხელს უშლიან კაკაოს პლანტაციებს. მთის ფერდოები დაფარულია ნოტიო ტროპიკული ტყეებით. კლიმატი ეკვატორული და ნოტიოა (ნალექები 2500 მმ-მდე წელიწადში).

კუნძული ევროპელების აღმოჩენის მომენტიდან 1778 წლამდე ეკუთვნოდა პორტუგალიას, რის შემდეგაც 1778 წლის ელ-პარდოს შეთანხმების თანახმად გადაეცა ესპანეთს. ესპანეთი მას ფლობდა 1968 წლამდე, შემდეგ კი ის შევიდა ეკვატორული გვინეის შემადგენლობაში.

2015 წლის აღწერის წინასწარი მონაცემებით მისი მოსახლეობა შეადგენს 334 463 ადამიანს.[1][2][3] კუნძულის მკვიდრი მოსახლეობაა — ბუბის ტომის ხალხი. ისინი კოლონიალურ პერიოდში ალკოჰოლიზმისა და სხვადასხვა ავადმყოფობების გამო იმყოფებოდნენ გაქრობის პირას, დღეისათვის თანდათანობით ზრდიან საკუთარ რაოდენობას და შეადგენენ კუნძულის 330 ათასიანი მოსახლეობის უმრავლესობას — დაახლოებით 58 %-ს. კუნძულზე ასევე ცხოვრობს ფანგის და იგბოს ხალხი, რომელთა რაოდენობა შეადგენს კუნძულის მთლიანი მოსახლეობის 7 %-ს და ფერნანდინო (ინგლისურენოვანი განთავისუფლებული მონების შთამომავლები, რომლებიც დასახლდნენ კუნძულზე XIX საუკუნეში). მათ გარდა კუნძულის მოსახლეობას შეადგენენ ესპანელები, ემიგრანტები მბინიდან, ნიგერიიდან და კამერუნიდან.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულზე მდებარეობს 2 პროვინცია — ჩრდილოეთ ბიოკო და სამხრეთ ბიოკო.

აწარმოებენ კაკაოს. მთავარი პორტი — მალაბო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: