შინაარსზე გადასვლა

ბინოკლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლასიკური ბინოკლის სქემა; 1 — ობიექტივი, 2 და 3 — პრიზმები, 4 — ოკულარი

ბინოკლი (ფრანგ. binocle < ლათ. bini — „წყვილი“, „ორი“ და oculus — „თვალი“), დურბინდი — ორი პარალელური ჭოგრისაგან შედგენილი ოპტიკური ხელსაწყო, რომელსაც იყენებენ დაშორებული საგნების დასამზერად. ბინოკლი 2 ტიპისა. გალილეის ბინოკლის ობიექტივს აქვს დადებითი ფოკუსური მანძილი, ოკულარს — უარყოფითი. იგი იძლევა საგნების პირდაპირ გამოსახულებას, ახასიათებს დიდი შუქძალა, მაგრამ ხედვის მცირე არის გამო, ამზადებენ მხოლოდ მცირე გამადიდებლობით — 2.5X-იდან 4X-მდე. მეტად გავრცელებულია პრიზმული ბინოკლი. იგი მცირე ზომისაა, აქვს ხედვის დიდი არე და გადიდებული სტერეოსკოპულობა.

ბინოკლის გამადიდებლობას (ჯერადობას) განსაზღვრავს იმ კუთხის ფარდობა, რომლითაც გამოსახულება მოჩანს, იმ კუთხესთან, რომლითაც საგანი მოჩანს შეუიარაღებელი თვალით. იგი ობიექტივისა და ოკულარის ფოკუსური მანძილების ფარდობის ტოლია. პრიზმულ ბინოკლში გამადიდებლობა იცვლება 3X-იდან 22X-მდე.