ბინდი (2008 წლის ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბინდი
Twilight

ფილმის კინოპოსტერი
რეჟისორი კეტრინ ჰარდვიკი
პროდიუსერი მარკ მორგანი
გრეგ მურადიანი
ვიკ გოდფრი
სცენარისტი ბინდი:
სტეფანი მეიერი
სცენარი:
მელისა როზენბერგი
როლებში კრისტენ სტიუარტი
რობერტ პეტინსონი
კომპოზიტორი კარტერ ბარველი
დისტრიბუტორი Summit Entertainment (აშშ)
Entertainment One Ltd. (ინგლისი)
ხანგრძლივობა 121 წთ
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 37 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 392,563,465 აშშ დოლარი[2]
შემდეგი: ახალი მთვარე

ბინდი (ინგლ. Twilight) — 2008 წლის ამერიკული რომანტიკული ფილმი. მისი რეჟისორია კეტრინ ჰარდვიკი. ფილმი ეფუძნება რომანს „ბინდი“, რომლის ავტორია სტეფანი მეიერი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ კრისტენ სტიუარტი და რობერტ პეტინსონი.

ფილმის სლოგანია „when you can live forever, what do you live for?“ (ქართულად „თუკი სამუდამოდ ცხოვრება შეგიძლია, რისთვის ცხოვრობ?“)

სიუჟეტი[რედაქტირება]

17 წლის ბელა მამამისთან (ჩარლი) პატარა ქალაქ ფორქსში ჩამოდის, იმიტომ რომ დედის (რენე) ახალი ქმარი (ფილი) ბეისბოლისტია და ხშირი მოგზაურობა უწევს. ფორკსში ის გაიცნობს საიდუმლოებებით აღსავსე ოჯახს - კალენებს. ბელა შეიტყობს რომ კალენები ვამპირები არიან. მათ ადამიანის სისხლზე უარი თქვეს და ცხოველების სისხლით იკვებებიან. ბელას და ედვარდს ერთმანეთი შეუყვარდებათ. ედვარდი ბელას ოჯახის წევრებს გააცნობს. მას გოგონა ბეისბოლზე მიჰყავს, სადაც შეხვდებიან სამ ვამპირს. ერთ-ერთი მათგანი, ჯეიმსი ბელაზე ნადირობას იწყებს. კალენების ოჯახი იცავს ბელას და საიმედოდ გადამალავს მას ჯექსონვილში. ჯეიმსი მაინც გაიგებს ბელას ადგილსამყოფელს და მის მოსაკლავად მიდის. ის დააშინებს ბელას დედის მოკვლით და აიძულებს საბალეტო სტუდიაში შეხვედრას. ედვარდი მოკლავს ჯეიმსს და გადაარჩენს ბელას. ბოლოს, როცა ბელა და ედვარდი სკოლის დასრულების აღსანიშნავ წვეულებაზე ცეკვავენ, ვიქტორია (ჯეიმსის შეყვარებული) მათ ფანჯრიდან უყურებს.

როლებში[რედაქტირება]

კალენები[რედაქტირება]

ადამიანები[რედაქტირება]

მაწანწალა ვამპირები[რედაქტირება]

მუსიკა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ბინდი (საუნდტრეკი).

სქოლიო[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]