ბინდი (რომანი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბინდი
Twilight
Book jacket of Twilight.jpeg
წიგნის ყდა
ავტორი

სტეფანი მეიერი

გარეკანის მხატვარი

გეილ დუბინინი (დიზაინი)
როჯერ ჰეგედონი (ფოტოგრაფია)

ქვეყანა

აშშ

ენა

ინგლისური

სერია

ბინდი

ჟანრი

ახალგაზრდული ლიტერატურა, ფენტეზი, რომანტიკული რომანი

გამომცემელი

Little, Brown

გამოცემის თარიღი

5 ოქტომბერი, 2005

მედია

წიგნი (მაგარი ყდა, რბილი ყდა)
ელექტრონული წიგნი
აუდიო წიგნი

გვერდი

512

მომდევნო

ახალი მთვარე

ISBN

ISBN 0-316-16017-2

ბინდი — პირველი წიგნი სერიიდან ბინდი, რომელიც შექმნა ამერიკელმა მწერალმასტეფანი მეიერმა. რომანში მოთხრობილია 17 წლის ბელა სუონისა და ვამპირ, ედვარდ კალენის სიყვარულის ისტორია. წიგნი გამოვიდა 2005 წელს. მისი პირველი ტირაჟი გაიყიდა 100.000 ასლის სახით (შტატებში). რომანი იქცა XXI საუკუნის ერთ-ერთ პოპულარულ ფენტეზის ჟანრის ბესტსელერად.

სიუჟეტი[რედაქტირება]

ბელა სუონის დედას ახალი მეუღლე ჰყავს და ბელამ გადაწყვიტა, დედისგან ცალკე იცხოვროს. იგი ჩამოვიდა მამასთან, ფორკსში (ვაშინგტონი). რადგანაც ფორკსი პატარა ქალაქია, სკოლაში ყველა ბელაზე ჭორაობს, რაც მას ძალიან აღიზიანებს. პირველსავე დღეს იგი მოეწონებათ თანაკლასელ ბიჭებს და მას კუდში დევნას დაუწყებენ. თუმცა ბელა მათ ყურადრებას არ აქცევს. ლანჩის დროს იგი დაინახავს ხუთ ადამიანს, რომლებიც სხვებისაგან განსხვავებით თეთრები და ძალიან მომხიბვლელები არიან. მათ შორის მოეწონება ერთი ბიჭიც, რომელსაც ედვარდი ჰქვია.

ბიოლოგიის გაკვეთილზე იგი ედვარდის გვერდით ჯდება და უკვირს, რომ იგი მას ზიზღით უყურებს. გაკვეთილის ბოლოს კი იგი უკან მოუხედავათ გადის კლასიდან. ბელა ვერ ხვდება რა დაემართა ედვარდს, იგი მის რეაქციას თავის თმის სუნს დააბრალებს, თუმცა შეატყობს რომ მისი თმას არაფერი სჭირს. ედვარდი კიდევ რამდენიმე დღე არ ჩანს სკოლაში, რაც ბელას აფიქრებინებს რომ ამაში დამნაშავე თვითონაა. თუმცა ერთ კვირაში ედვარდი კვლავ უბრუნდება სკოლას და ბელას უფრო თბილად ეპყრობა ვიდრე მანამდე. ერთხელ როდესაც ყინულზე მოცურებული ფურგონი ბელასაკენ მიისწრაფის არსაიდან ჩნდება ედვარდი და გადაარჩენს მას, თუმცა კითხვაზე თუ საიდან გაჩნდა ედვარდი იქ, იგი პასუხობს რომ ბელას გვერდზე იდგა, მაგრამ ბელამ კარგად დაინახა, რომ ედვარდი იმ მომენტში მისაგან დიდი მანძილით იყო მოშორებული.

ერთხელ ბელა მეგობრებთან ერთად ინდიელების რეზერვაციაში გაემგზავრა, სადაც ბავშვობის მეგობარს, ჯეიკობ ბლექს იხილავს. იგი მოუთხრობს ინდიელთა ლეგენდებს ვამპირებზე და მათზე, ვინც ცხოველთა სისხლს სვამენ. ასევე ცნობილი ხდება, რომ ბევრ ადამიანს სწამს, თითქოს კალენების ოჯახი ვამპირებს მიეკუთვნებიან. ეს ყველაფერი ბელას დააეჭვებს როდესაც ინტერნეტში ვამპირების შესახებ სტატიას წაიკითხავს. სტატიაში მოტვანლი სიმფტომები ემთხვევა იმეებს რაც ბელამ ედვარდში შეამჩნია. ესენია: ცივი კანი, არაადამიანური სილამაზე, სისწრაფე და თვალის ფერის ცვალებადობა.

პორტ-ანჯელესში მოგზაურობისას ბელა შეხვდება ხულიგნების ბანდას, რომლებიც არ ეშვებიან მას. მოულოდნელად ჩნდება ედვარდი, რომელიც კვლავ გადაარჩენს მას. კაფეში იგი გამოუტყდება ბელას, რომ შეუძლია ადამიანის ფიქრების ამოცნობა, მისი და ელისი მომავალს ხედავს, ხოლო ერთ-ერთ ძმას, ჯასპერს შეუძლია ადამიანისათვის ემოციების შთაგონება. რამდენიმე დღეში ედვარდი გამოუტყდება ბელას, თუ რატომ ექცეოდა უხეშად - ბელას სისხლი მისთვის მიმზიდველი იყო და მისი არომატი წყურვილის გრძნობას უჩენდა. იგი ასევე გამოტყდა რომ ბელას აზრებს ვერ კითხულობდა რაც კიდევ უფრო იზიდავდა მისკენ. იგი მას ბეისბოლის თამაშში მონაწილეობას შესთავაზებს, რომელსაც კალენების იჯახი ხშირად მართავდა. მაგრამ თამაშის დროს ჩნდებიან მოხეტიალე ვამპირები - ჯეიმსი, ვიქტორია და ლორანი, რომლებიც კალენებისაგან განსხვავებით ადამიანის სისხლით იკვებებიან. ჯეიმსი მალევე შეიგრძნობს ბელას სისხლის მომაჯადოვებელ სურნელს და მასზე ნადირობას დაიწყებს. კალენები გადაწყვეტენ, გადაარჩინონ ბელა და მოკლან ჯეიმსი. ისინი ბელას ფენიქსში აბრუნებენ და ცდილობენ ჯეიმსს თავგზა აუბნიონ თუმცა იგი გამოცდილია და მალევე ხვდება რომ მის მოტყუებას ცდილობენ. იგი ბელას საბალეტო სტუდიაში დაუნიშნავს შეხვედრას და ეტყვის რომ თუ იქ არ მივა დედამისს მოკლავს. საბოლოოდ კალენები ჯეიმსს მოკლავენ და მის გვამს დაწვამენ. ასე მთავრდება საგის პირველი ნაწილი.

ყდა[რედაქტირება]

სტეფანი მაიერის თქმით, ყდაზე გამოსახული ვაშლი არის აკრძალული ხილის სიმბოლო, ბიბლიიდან. იგი არის ბელასა და ედვარდის აკრძალული კავშირის სიმბოლო.

ფილმი[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ბინდი (2008 წლის ფილმი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]