ბინბაშაქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დასახლებული პუნქტი
ბინბაშაქი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
კოორდინატები 41°12′00″ ჩ. გ. 43°02′00″ ა. გ. / 41.20000° ჩ. გ. 43.03333° ა. გ. / 41.20000; 43.03333
სასაათო სარტყელი UTC+3
საფოსტო ინდექსი 75900
ბინბაშაქი — თურქეთი
ბინბაშაქი

ბინბაშაქი (თურქ. Binbaşak; ძვ. ქართული სახელოწოდებებია: გოგჲუბა, გჲუგუჲბა) — სოფელი თურქეთში (დასახლებული პუნქტი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში — ერუშეთში), მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ჩანს გოგჲუბა-გჲოგჲუბა, ძველი ქართული ტოპონიმის დამახინჯებული ფორმაა. ე. თაყაიშვილისა და პ. ზაქარაიას ვარაუდით, ადრე სოფელს უნდა რქმეოდა გიორგობა, ხოლო ს. ჯიქიას მიხედვით — გუგუბა. უფრო საფიქრებელია, რომ პუნქტის თავდაპირველი სახელწოდება იყოს გოგუბანი.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის შორიახლოს, ვრცელ მინდორზე, იდგა X საუკუნის შუა ხანების ექვსაფსიდიანი ქართული ეკლესია, რომელიც დაანგრიეს XX საუკუნის 70-იან წლებში. 1902 წელს ძეგლი ნახა და აღწერა ე. თაყაიშვილმა. ეკლესია წარმოადგენდა გუმბათოვან ნაგებობას რადიალურად განლაგებული ექვსი ერთნაირი აფსიდით. გარედან ძირითად კორპუსს თორმეტწახნაგა ფორმა ჰქონდა. აფსიდებს შორის ფასადებზე მაღალი სამკუთხა ნიშნები იყო შეჭრილი. გუბათი ეყრდნობოდა აფსიდების შვერილებს. ცენტრალური ჰექსაგონის კუთხეებში, აფსიდთა კონქების თაღებს შორის გამოყვანილ ტრომპებში, ჩასმული იყო რელიეფური გამოსახულებები (ადამიანის თავი, ირემი, ლომი). რელიეფები ამკობდა მცირე ტრომპებსაც გუმბათის ექვსწახნაგა ყელის ზედა კუთხეებში. ეკლესიის კედლები შიგნით და გარეთ მოპირკეთებული ყოფილა სუფთად გათლილი ქვებით (კედლების დიდი ნაწილი ე. თაყაიშვილს უკვე საკმაოდ დაზიანებული დახვდა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Такайшвили Е. С., Христианские памятники, «Материалы по археологии Кавказа», 1909, в. 12;