ბილ გვიმრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბილ გვიმრა (ინგლ. Bill Ferny) — ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში სერის მკვიდრი, რომელიც ფროდოს უთვალთვალებდა. მერიადოკ ბრენდიბაკმა საკუთარი თვალით დაინახა, თუ როგორ უამბო მან ნაზგულებს ჰობიტების შესახებ[1].

ოთხი ჰობიტის განადგურების წარუმატებელი მცდელობისა და ნაზგულების წასვლის შემდეგ სადღაც გაქრა მგზავრების ყველა პონი. ბილ გვიმრასგან შეძენილი იქნა სუსტი პონი, რომელსაც სემმა ბილი უწოდა. ბილ გვიმრა გამოხატავდა ზიზღს მაწანწალას მიმართ. სემი არაგორნთან შედარებით ნაკლებად მომთმენი იყო და ბილს სახეში ვაშლი ესროლა[2].

როდესაც ჰობიტები დაბრუნდნენ მაზრაში, ბილ გვიმრა იცავდა ბრენდივაინის დახურულ ჭიშკარს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1954), ბეჭდის საძმო, ბეჭდების მბრძანებელი, ბოსტონი: Houghton Mifflin (გამოქვეყნების თარიღი: 1987), „მაწანწალა“, ISBN 0-395-08254-4
  2. ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1954), ბეჭდის საძმო, ბეჭდების მბრძანებელი, ბოსტონი: Houghton Mifflin (გამოქვეყნების თარიღი: 1987), „დანა წყვდიადში“, ISBN 0-395-08254-4