ბილი კიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბილი კიდი

ბილი კიდი, სავარაუდოდ, 21 წლის ასაკში
დაბადების სახელი ჰენრი მაკკართი
დაბადების თარიღი 1859
ნიუ იორკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 14 ივლისი, 1881
ფორტ სამნერი, ნიუ მექსიკოს ტერიტორია
გარდაცვალების მიზეზი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა
ეროვნება ამერიკელი
ეთნიკურად ირლანდიელი
საქმიანობა პირუტყვის ქურდი, კოვბოი და რანჩოს მუშა, აზარტული მოთამაშე, ცხენების ქურდი, კრიმინალი
ცნობილია როგორც ბილი კიდი, უილიამ ჰ. ბონი
სიმაღლე 170 სმ (17 წლის ასაკში)

ბილი კიდი (ინგლ. Billy the Kid, ითარგმნება, როგორც „ბავშვი ბილი“, ნამდვილი სახელია ჰენრი მაკკართი, ასევე ცნობილი ფსევდონიმით უილიამ ჰ. ბონი) — ირლანდიური წარმოშობის ამერიკელი ბანდიტი ველურ დასავლეთში, რომელმაც მოკლა რვა ადამიანი, სანამ თავად მას 21 წლის ასაკში შერიფი პეტ გარეტი მოკლავდა. ბილი კიდმა იბრძოლა ნიუ მექსიკოს შტატში, ლინკოლნის ოლქის ომში, რომლის მიმდინარეობისას, გავრცელებული ინფორმაციით, მან სამი მკვლელობა ჩაიდინა.

მაკკართი თხუთმეტი წლის ასაკში დაობლდა. პირველად საკვების ქურდობისთვის 1875 წელს დააპატიმრეს თექვსმეტი წლის ასაკში. ათი დღის შემდეგ მან ჩინელების სამრეცხაო გაქურდა და ისევ დააკავეს, თუმცა გაქცევა მალევე მოახერხა. ის დღევანდელი ნიუ მექსიკოდან არიზონას ტერიტორიაზე გაიქცა (იმ პერიოდში ნიუ მექსიკო და არიზონა ოფიციალურად არა ამერიკის შტატები, არამედ ორგანიზებული ტერიტორიები იყო), რამაც ის დამნაშავედ და ფედერალურ ძებნილად აქცია. 1877 წელს მაკკართიმ დაიწყო საკუთარი თავის მოხსენიება, როგორც უილიამ ჰ. ბონი.

1877 წელს, მჭედელთან ჩხუბის შემდეგ, რომელსაც მჭედლის მკვლელობა მოჰყვა, მაკკართი არიზონაში ძებნილად იქცა და ამიტომ ის ნიუ მექსიკოში დაბრუნდა. აქ ის შინაური პირუტყვის ქურდების ჯგუფს შეუერთდა. მაკკართი რეგიონში ფართოდ ცნობილი გახდა, როდესაც რეგულატორებს (რეგულატორები — შერიფის მიერ მობილიზებული მოქალაქეები ძალის გამოყენებით სამართლის დასაცავად) ლინკოლნის ოლქის ომში შეუერთდა 1878 წელს. მაკკართი და ორი სხვა რეგულატორი მოგვიანებით დამნაშავედ სცნეს სამი ადამიანის მკვლელობაში, რომელთაგან ორი ლინკოლნის ოლქის შერიფი უილიამ ჯ. ბრეიდი და მისი ერთ-ერთი მოადგილე იყვნენ.

მაკკართის სახელი კიდევ უფრო გავრცელდა 1880 წელს, როდესაც ლას ვეგასის გაზეთმა Las Vegas Gazette და ნიუ იორკის The Sun-მა გაავრცელა ინფორმაცია მისი დანაშაულების შესახებ. შერიფმა პეტ გარეტმა მაკკართი იმავე თვის ბოლოს დაიჭირა. 1881 წლის აპირლში მაკკართი გასამართლდა და დამნაშავედ ცნეს შერიფ ბრეიდის მკვლელობაში. მას ჩამოხრჩობა მიესაჯა, რომელიც იმავე წლის მაისში უნდა მომხარიყო. 28 აპრილს მაკკართი ციხიდან გაიქცა და პროცესში შერიფის ორი მოადგილე მოკლა. ის ორ თვეზე დიდ ხანს თავს არიდებდა დაპატიმრებას, თუმცა ბოლოს მას 1881 წლის 14 ივლისს პეტ გარეტმა მაინც მიაკლვია ფორტ სამნერში. გარეტმა მაკკართი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, მაკკართი მაშინ 21 წლის იყო.

შემდგომ ათწლეულებში გავრცელდა ლეგენდები, რომ მაკკართი სინამდვილეში ცოცხალი იყო და რამდენიმე ადამიანი ამბობდა კიდეც, რომ ჰენრი მაკკართი, იგივე ბილი კიდი იყო. ბილი კიდი დღემდე რჩება ველური დასავლეთის ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პიროვნებად, მისი ცხოვრება და იდენტობა კი ხშირადაა დრამატიზებული ვესტერნის პოპ კულტურაში.

ბობ დილანის ცნობილი სიმღერა Knockin' on Heaven's Door დაიწერა 1973 წლის ფილმისთვის Pat Garrett and Billy the Kid (პეტ გარეტი და ბავშვი ბილი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Adams, Ramon F. (1960). A Fitting Death for Billy the Kid. Norman, Oklahoma: University of Oklahoma Press.
  • Boomhower, Ray E. (2005). The Sword and the Pen. Indianapolis: Indiana Historical Society Press. p. 103.
  • Burns, Walter (2014). The Saga of Billy the Kid: The Thrilling Life of America's Original Outlaw. Garden City, New York: Skyhorse Publishing.
  • Coe, George W. (1934). Frontier Fighter: The Autobiography of George W. Coe Who Fought and Rode with Billy the Kid, as Related to Nan Hillary Harrison. Boston: Houghton Mifflin.