ბილი ბურკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ბილი ბურკი
Studio publicity Billie Burke.JPG
ბურკი 1933 წელს
დაბადების თარიღი 7 აგვისტო, 1884
ვაშინგტონი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 14 მაისი, 1970 (85 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1903-1960
მეუღლე(ები) ფლორენს ზიგფელდი (იქ. 1914–32)
შვილ(ებ)ი 1

ბილი ბურკი (ინგლ. Billie Burke; დ. 7 აგვისტო, 1884 — გ. 14 მაისი, 1970) — ამერიკელი მსახიობი, რომელიც ცნობილი იყო ბროდვეის თეატრში, რადიოში, და მუნჯ და ხმოვან ფილმებში შესრულებული როლებით. იგი თანამედროვე აუდიტორიისთვის ყველაზე მეტად ცნობილია როგორც გლინდა მეტრო-გოლდვინ-მაიერის კინო-მიუზიკლში ოზის ჯადოქარი (1939).

1938 წელს მსახიობმა ემილი კილბურნის როლი მოირგო, ფილმში, ''Merily We Live'', რომლისთვისაც იგი ნომინირდა ოსკარზე, საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში.იგი ასევე ახსოვთ ტოპერის ფილმების სერიებში გადაღებული როლებით.

1914 წლიდან იგი დაქორწინებული იყო ბროდვეის პროდიუსერზე, ფლორენც ზიგფელდ უმცროსზე, მასთან ქორწინებაში 1932 წლამდე, ფლორენსის გარდაცვალებამდე იყო.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ბილი ბურკი დაიბადა ვაშინგტონში, აშშ-ში. იყო ბლანშის და უილიამ "ბილი" ბურკის ქალიშვილი. მან იმოგზაურა შეერთებულ შტატებსა და ევროპაში მამასთან, მომღერალთან და ჯამბაზთან ერთად, რომელიც Bailey Circus-ში მუშაობდა. მისი ოჯახი მოგვიანებით ლონდონში დასახლდა, სადაც მომავალი მსახიობი ვესტ-ენდში სპექტაკლებს ესწრებოდა. 1903 წელს დაიწყო სცენაზე თამაში, მისი დებიუტი შედგა ლონდონში, სპექტაკლში, The School Girl . [1] ლონდონში მან ითამაშა სხვა შოუებშიც, მათ შორის არის: დანციკის ჰერცოგინია (1903) და ცისფერი მთვარე (1904). საბოლოოდ იგი ამერიკაში ბრუნდება, ბროდვეის კომედიურ მიუზიკლებში მონაწილეობის მისაღებად. .

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბურკმა ბროდვეიზე განაგრძო თამაში. მონაწილეობა მიიღო შოუებში: Mrs. Dot და ''სუზანი''. 1910 წლიდან 1913 წლამდე თამაშობდა სპექტაკლში, ''პირობის მიწა''. მან აქ გაიცნო პროდიუსერი ფლორენც ზიგფელდი, მასზე იქორწინა 1914 წელს. ხოლო ორი წლის შემდეგ, მათ შეეძინათ ქალიშვილი, პატრიცია ზიგფელდ სტეფენსონი (1916–2008). [2]

ბურკი კარიერის დასაწყისში

ბურკის დებიუტი კინემატოგრაფიაში 1915 წელს შედგა, ტიტულოვანი როლით გადაიღეს ფილმში, პეგი (1915). მისი წარმატება ფენომენალური იყო, იგი ხელფასის სახით იმდენს იღებდა, რაც იმ დროისთვის ნებისმიერი ფილმის მსახიობისთვის საკმაოდ დიდი თანხა იყო. [3] შემდეგ გადაიღეს 15-ნაწილიან სერიალში, ''გლორიას რომანტიკა'' (1916). იგი მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ დრამებსა და კომედიებში. მან ჩაცმულობის სტილით, ბეწვეულით, სამკაულითა და სილამაზით, ქალი აუდიტორიის გულიც მალე მოიგო. ამ პერიოდში გამოჩნდა სხვადასხვა ფილმებში, მათ შორის არის: მკლავები და გოგონა (1917), იდუმალი მისის ტერი, ''განვქორწინდეთ'' (1918), Good Gracious, ''ანაბელა'' (1919) და ''ფრისკი მისის ჯონსონი ''(1920).

ბურკის სილამაზემ და გემოვნებამ იგი გახადა მთავარი ტენდენციორი მთელი 1910 და 20-იანი წლების განმავლობაში. 1909 წელს, ბროდვეიში ''ჩემი ცოლი''-ში მონაწილეობის შემდეგ (1909), უნივერმაღებმა დაიწყეს "ბილი ბურკის კაბის" ტარება ხელმოწერილი ბრტყელი საყელოთი და მაქმანის ჩასაცმელებით. [4]

ფილმში წარმატების მიუხედავად, ბურკი საბოლოოდ დაბრუნდა სცენაზე, გამოჩნდა სპექტაკლებში: კეისრის ცოლი (1919), ინტიმური უცხოები (1921), მარკიზა (1927) და ბედნიერი ქმარი (1928). როდესაც შემდეგ წელს ოჯახის ინვესტიციები განადგურდა უოლ სტრიტის კრახში, მან ქმრის დასახმარებლად გაანახლა ეკრანზე, ფილმებში მონაწილეობის მიღება.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბურკი ჰოლივუდში 1932 წელს დაბრუნდა, მან ითამაშა მარგარეტ ფეირფილდის როლი, ფილმში განქორწინება, რომლის რეჟისორი იყო ჯორჯ კუკორი. მან აღნიშნულ ფილმში ითამაშა კატარინ ჰეპბერნის დედის როლი. მეუღლის ფლორენც ზიგფელდის გარდაცვალების მიუხედავად, მან დაკრძალვიდან მალევე განაახლა თავისი კარიერა.

ბურკმა დაწერა ორი ავტობიოგრაფიული წიგნი, ორივე კამერონ შიპთან ერთად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "The School Girl a Hit". The New York Times, May 10, 1903, accessed February 20, 2011
  2. „Patricia Ziegfeld Stephenson, Daughter of Legendary Broadway Impresario“. Jazz News. April 25, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 29, 2008. ციტირების თარიღი: May 11, 2008.
  3. Glinda the Good Witch: The Early Years en (2015-08-04). ციტირების თარიღი: 2019-03-06
  4. Schweitzer, Marlis (2009-01-31). When Broadway Was the Runway. Philadelphia: University of Pennsylvania Press. DOI:10.9783/9780812206166. ISBN 9780812206166.