ბილიკი (გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ბილიკი“
ტიპი: საგანმანათლებლო
გამომცემელი: საზოგადოება „ბილიკი“
რედაქტორი: ლია გორელიშვილი
დაარსდა: 2017
ენა: ქართული

„ბილიკი“ქართული საგანმანათლებლო გაზეთი. გამოიცემა საზოგადოება „ბილიკის“ მიერ პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. გამოდის 2017 წლიდან, ქალაქ გორში. რედაქტორი — ლია გორელიშვილი. შედგება 12 გვერდისაგან. 2020 წლისთვის გამოსულია 5 ნომერი. ტირაჟი — 200 ც.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „ბილიკი“. საქართველოს გაზეთები. nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი, 2020.