ბიკერტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კუნძული ბიკერტონი
მშობ. სახელი: ინგლ. Bickerton Island
გეოგრაფია
ბიკერტონი — ავსტრალია
ბიკერტონი
ბიკერტონი (ავსტრალია)
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 119,3 კმ²
სიგრძე 21,5 კმ
სიგანე 20,9 კმ
სანაპიროს სიგრძე 955,7 კმ
უმაღლესი წერტილი 78 მ
ტერიტორია Flag of the Northern Territory.svg ჩრდილოეთი ტერიტორია
უდიდესი ქალაქი მილიაკბურა (მოს. 140)
დემოგრაფია
მოსახლეობა 176 (2011)
სიმჭიდროვე 1,475 ად. /კმ²
ეთნიკური ჯგუფები ენინტილიაკვა

ბიკერტონი (ინგლ. Bickerton Island) — კუნძული კარპენტარიის ყურის დასავლეთ ნაწილში (ჩრდილოეთი ტერიტორია, ავსტრალია).

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიკერტონი წარმოადგენს მცირე კუნძულს, კარპენტარიის ყურის დასავლეთ ნაწილში, დაახლოებით ნახევარკუნძულ არნემ-ლენდისა და კუნძულ გრუტ-აილენდის შუაში. მანძილი ავსტრალიის კონტინენტურ ნაწილთან შეადგენს 8 კმ-ს, ხოლო გრუტ-აილენდამდე 13 კმ-ს.[1] კუნძულის ფართობია — 119,3 კმ². სანაპირო ზოლის სიგრძე — 955,7 კმ. უმაღლესი წერტილი აღწევს 78 მეტრს.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული აღმოჩენილი იქნა 1803 წლის 4 იანვარს ბრიტანელი მეზღვაურის მეთიუ ფლინდერსის მიერ, რომელმაც მას სახელად დაარქვა ბიკერტონი ბრიტანელი ადმირალის რიჩარდ ბიკერტონის პატივსაცემად (ინგლ. Sir Richard Bickerton, 2nd Baronet).[3]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიკერტონის მოსახლეობის რაოდენობა 2011 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 176 ადამიანს.[4] კუნძულზე არსებობს სამი დასახლება, ყველაზე დიდია მილიაკბურა (ინგლ. Milyakburra), რომელიც მდებარეობს კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე.[5] ბიკერტონი ძირითადად დასახლებულია ავსტრალიელი აბორიგენებით, რომლებიც ლაპარაკობენ ენინტილიაკვას ენაზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Community Search Display. Milyakburra. Northern Territory Government of Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
  2. Islands of Australia. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
  3. 04.01.1803 Flinders at Bickerton's Island. From the diaries. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
  4. მოსახლეობის აღწერა (2011 წელი)
  5. Welcome to Groote Eylandt, Northern Territory, Australia. GEBIE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.