The Beatles-ის ფილმოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბითლზის ფილმოგრაფია)

The Beatles-ის მონაწილეობით გადაღებული იქნა ხუთი სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელთა უმრავლესობაც მაყურებელმა დადებითად მიიღო. გამონაკლისს წარმოადგენდა ფილმი „ჯადოსნური იდუმალი მოგზაურობა“, რომელიც კრიტიკოსებმაც და მაყურებლებმაც დაიწუნეს. როგორც წესი, ყველა ფილმს თან ახლდა სტუდიური ალბომის/საუნდტრეკის გამოცემა, რომელსაც იგივე სახელწოდება ჰქონდა, რაც ფილმებს.

The Beatles-ის მონაწილეობით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მძიმე დღის ღამე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მძიმე დღის ღამე, კინოპოსტერი

The Beatles-ის ფილმში გამოჩენისთანავე მათმა პოპულარობამ იმატა. ფილმი „მძიმე დღის ღამე“, რომელიც კომედიური ჟანრის არის, ყურადღებას ამახვილებს ბიტლომანიის მოვლენაზე და ჯგუფის თავბრუდამხვევ საკონცერტო ტურნეზე. ფილმის რეჟისორია რიჩარდ ლესტერი, რომელმაც შემდგომში არანაკლებ პოპულარული ბრიტანული კომედიები გადაიღო, თუმცა ეს ნამუშევარი რჩება ერთ-ერთ გავლენიან მუსიკალურ ფილმად.[1][2]

მიშველე![რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1965 წლის ფილმში „მიშველე!“ ერთ-ერთი რელიგიური სექტა ეძებს წმინდა ბეჭედს, რათა შესწიროს იგი თავის ღმერთს. ბეჭედი რინგოს ხელზეა და მთელი ფილმის განმავლობაში სექტის წარმომადგენლები ცდილობენ ამ ბეჭდის ნებისმიერი გზით წართმევას. საგულისხმოა, რომ რინგო მართლაც იყო ბეჭდების მოყვარული და ეს თემა ირონიით იქნა გამოყენებული სცენარის შექმნისას.

ჯადოსნური იდუმალი მოგზაურობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ჯადოსნური იდუმალი მოგზაურობა“ არის ნახევრადსიურეალისტური ტიპის ფილმი, რომელიც გადაიღეს მაკ-კარტნის იდეის მიხედვით. ჯგუფი და მისი მეგობრები მოგზაურობენ სპეციალური ავტობუსით, გზად კი არაერთ უცნაურ ამბავში მონაწილეობენ. აქ ჟღერს The Beatles-ის ახალი სიმღერები, ისევე, როგორც წინა ფილმებში. მიუხედავად გარკვეულ მცირე წრეებში მისი პოპულარობისა, მთლიანობაში იგი ხშირად დაბალ შეფასებას იმსახურებს.

ყვითელი წყალქვეშა ნავი [რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანიმაციური ფილმი „ყვითელი წყალქვეშა ნავი“, რომელიც 1968 წელს გამოვიდა, მოგვითხრობს The Beatles-ის მოგზაურობაზე ”პეპერლენდში”, მუსიკალურ ქვეყანაში, რომელიც დაიპყრეს მუსიკის მოძულე ლურჯმა არსებებმა. გრაფიკულად, ეს არის სიურეალისტური სახის ნოვატორული ნამუშევარი, რომელიც დღემდე რჩება მუსიკალური ვიდეოს ეტალონად. მასში ჟღერს არა მხოლოდ იმ დროისათვის დაწერილი ახალი სიმღერები, რომლებიც შეტანილი იქნა ალბომში Yellow Submarine, არამედ სხვა სიმღერებიც, რომლებიც ასე თუ ისე, ცნობილი იყო მოყვარულთათვის.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრები არ ჩნდებიან მთლიანი ფილმის მსვლელობისას და მათ პერსონაჟებს სხვა მსახიობები ახმოვანებენ, მათი ხილვა შესაძლებელია ფილმის ბოლოს, ტიტრებამდე.

დაე ასე იყოს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი დაე ასე იყოს (Let It Be) გადაღებულია წლის იანვრის სესიებისას. დოკუმენტური მასალა, რომელიც უნდა ყოფილიყო ალბომის ევოლუციის და ჯგუფის ცოცხალი შესრულებების ტრადიციას აღდგენის ამსახველი, ასახავს The Beatles-ის წევრებს შორის დაძაბულობას და მათი დაშლის დასაწყისის დოკუმენტურ ფილმად იქცა.

ინდივიდუალური პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1966 წელს ჯონ ლენონი ისვენებდა The Beatles-ისგან და მიიღო მონაწილეობა ფილმში როგორ მოვიგე ომი, რომლის რეჟისორიც ასევე არის რიჩარდ ლესტერი. ეს არის სატირა მეორე მსოფლიო ომის ამსახველ ფილმებზე, რომელიც ტრადიციულ ბრიტანულ იუმორს შეიცავს. ფილმი განსაკუთრებული ინტერესით არ მიიღეს, ხოლო ლენონმა მოგვიანებით, იოკო ონოსთან ერთად რამდენიმე ავანგარდული ფილმი გადაიღო. აქედან აღსანიშნავია ფილმი "გაუპატიურება", რომელიც ავსტრიული ტელეარხის ORF ეთერში იქნა ნაჩვენები.

1969 წელს რინგო სტარი გადაიღეს პიტერ სელერსის სატირულ კომედიაში მაგიური ქრისტიანი. 1971 წელს მან ითამაშა ფრენკ ზაპას როლი, თავად ზაპას მიერ გადაღებულ ფილმში როკ ენ როლური ჯგუფების ტურებზე, სახელწოდებით 200 მოტელი. სტარმა 1980-იანებში მიიღო მონაწილეობა კომედიური ჟანრის ფილმებში, თუმცა არანაკლებ აქტიური იყო ჯორჯ ჰარისონიც. ჯორჯს ჰქონდა ფილმების პროდიუსერის წარმატებული კარიერა (ბრაიანის ცხოვრება, მონა ლიზა, დროის ბანდიტები, შანხაის სიურპრიზი და სხვა), რამდენიმე ფილმში კი მოწვეული მსახიობის სახით გამოჩნდა.

პოლ მაკ-კარტნი ასევე იქნა მიწვეული ფილმებში და საკუთარი ფილმიც გადაიღო - მომიკითხეთ ბროუდ სტრიტი (1984). ამ ფილმში ასევე რინგო სტარიც მონაწილეობს.

დოკუმენტური ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხატვრული ფილმები The Beatles-ზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Backbeat (1994), სტიუარტ სატკლიფის ამბავი

The Beatles-ის გავლენით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამდენიმე ფილმი იქნა გადაღებული The Beatles-ის გავლენით. მათში არის გარკვეული მითითებები The Beatles-ზე ან საერთოდ არ არის ასეთი. გამოიყენება The Beatles-ის სიმღერებიც.

სხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს გადაღებულ ფილმში „მძიმე ნაბიჯით: დიუი კოქსის ისტორია“ დიუი კოქსი და მისი კოლეგები ჯგუფიდან ჩადიან ინდოეთში მაჰარიშისთან ერთად სალოცავად. იქ ისინი გაიცნობენ The Beatles-ს. პოლის როლს თამაშობს ჯეკ ბლეკი, ჯონის - პოლ რუდი, ჯორჯის - ჯასტინ ლონგი, ხოლო რინგოს - ჯეისონ შვარცმანი.

თავდაპირველად The Beatles-ის წევრებს უნდა გაეხმოვანებინა სვავები უოლტ დისნეის ფილმში „ჯუნგლების წიგნი“, მაგრამ ეს გეგმა ჩაიშალა.

არშემდგარი პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960-იან წლებში, ჯგუფის არსებობის პერიოდში, იყო ბევრი ფილმის გადაღების იდეა. აქედან აღსანიშნავია „ბეჭდების მბრძანებელი“ და „სამი მუშკეტერი“. არც ერთი ფილმის გადაღება არ განხორციელდა.რეჟისორმა რიჩარდ ლესტერმა 1973 წელს თავად გადაიღო ”სამი მუშკეტერი”.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sarris, Andrew (2004). „A Hard Day's Night“, რედ. Elizabeth Thomson, David Gutman: The Lennon Companion. New York: Da Capo Press. ISBN 0-306-81270-3. 
  2. Schickel, Richard, Corliss, Richard (19 February 2007). „ALL-TIME 100 MOVIES“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 27 February 2008.
  3. Joe Orton and the Lost Beatles film. Beatlesagain.com. ციტირების თარიღი: 2011-08-20.