ბიზნეს მედია საქართველო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
BMG
ბიზნეს მედია საქართველო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
დაფუძნდა 2016
ხელმძღვანელ(ებ)ი გიორგი ისაკაძე
(მთავარი რედაქტორი), თამარა ქემერტელიძე
(აღმასრულებელი დირექტორი)
საიტი www.bm.ge

ბიზნეს მედია საქართველო (BMG) — 2016 წელს დაფუძნებული კერძო მულტიმედიური მედია პლატფორმაა.

მოკლე ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიზნეს მედია საქართველო 2016 წელს დააფუძნა გუნდმა, რომელიც მანამდე ტელეკომპანია მაესტროსთვის ამზადებდა ბიზნესგადაცემებს „ბიზნესკონტაქტი“, „საქმიანი დილა“, „ანალიტიკა“.

2016 წელს ტელეკომპანია მაესტროს მენეჯმენტთან სარედაქციო პოლიტიკის შეუთავსებლობისა და მენეჯმენტის მხრიდან მედიაპროდუქტების შინაარსში ჩარევის შემდეგ[1], სატელევიზიო გადაცემების ავტორებმა დააფუძნეს მედია ჰოლდინგი „ბიზნეს მედია საქართველო“, რომელიც საზოგადოებაში ცნობილია BMG-ის სახელწოდებით.

კომპანიის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიზნეს მედია საქართველო (ინგლ. Business Media Georgia) მულტიმედიური პლატფორმაა, რომელიც თავს უყრის ახალ ამბებს ბიზნესისა და ეკონომიკის შესახებ როგორც სატელევიზიო გადაცემებში, ისე — ონლაინ-გამოცემაში[2].

BMG-ის სატელევიზიო პროდუქტები: „საქმის კურსი“, „ანალიტიკა“, „საქმიანი დილა“, „ქალების ნარატივი“, „Forbes კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად“,  „საქმიანები“, „BMG ლანჩი“, „#BMGDRIVE“, „#FORBESTALKS“, „#რედაქტ2“, „#BMGAUTO“ და ინგლისურენოვანი გადაცემა  „The Checkpoints“.

BMG-ის სატელევიზიო გადაცემების ნახვა ყოველდღიურ რეჟიმში შესაძლებელია TV Pirveli-ის პირდაპირ ეთერში, ხოლოდ ონლაინ მედიაპროდუქტების - BMG-ისა და Forbes Georgia-ს სოციალურ მედია არხებზე.

საინფორმაციო სააგენტო BM.ge მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეების შესახებ, ასევე,  მიმდინარე მოვლენების ანალიზს, საინტერესო ინტერვიუებს და ბლოგებს.

BMG-იმ 2019 წლის ოქტომბერში მობილური აპლიკაცია გამოუშვა,  როგორც iOS-ისთვის, ასევე Android-ისთვის.

გუნდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

BMG 60-მდე თანამშრომელს ასაქმებს. კომპანიის მმართველ პოზიციებზე 6 მენეჯერიდან 5 ქალია.

გამოცემის მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძეა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და „ბიზნეს კურსის“, „ქალების ნარატივისა“ და „ანალიტიკის“ მთავარი პროდიუსერი თამარა ქემერტელიძეა.

BMG-ის ინგლისურენოვანი ონლაინგამოცემის მთავარი რედაქტორი, სატელევიზიო შოუ „ანალიტიკისა“ და ინტერნეტ გადაცემების „The CheckPoints-სა“ და „რედაქტ2-ის“ წამყვანი ელენე კვანჭილაშვილია.

BMG-ის ყოველდიური გადაცემის „საქმიანი დილა“ წამყვანი და ინტერნეტ გადაცემის „Forbes კვირა“, „Forbes Talks“ და „The CheckPoints-ის“ პროდიუსერია ანა ლაპიაშვილი. „საქმიანი დილის“ აღმასრულებელი პროდიუსერია ეკა ბაშარული. ხოლო, BMG-ის ონლაინგამოცემის მთავარი რედაქტორი და მულტიმედია რეპორტიორი თელარა გელანტიაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. BMG-მ "მაესტროს" სასამართლო დავა მოუგო
  2. ბიზნეს მედია საქართველო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-02. ციტირების თარიღი: 2021-12-02.