ბიზერტის კრიზისი
ბიზეტის კრიზისი | |||
---|---|---|---|
ბიზერტის კრიზისის მსხვერპლთა მემორიალი | |||
თარიღი | 19 — 23 ივლისი, 1961 | ||
მდებარეობა | ბიზერტა, ტუნისი | ||
შედეგი | ცეცხლის შეწყვეტა, მოლაპარაკების დაწყება საფრანგეთის ჯარის გაყვანის შესახებ | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
ბიზერტის კრიზისი (ფრანგ. Crise de Bizerte) — სამხედრო კონფლიქტი საფრანგეთსა და ტუნისს შორის. მიმდინარეობდა 1961 წლის 19 ივლისიდან 23 ივლისამდე. კონფლიქტის საგანი იყო ბიზერტის ნავსადგური, რომელიც ტუნისის დამოუკიდებლობის მიღების შემდეგაც (1956 წ.) რჩებოდა საფრანგეთის გავლენის სფეროში.
წინარე ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტუნისის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საფრანგეთმა, 1955 წლის 3 ივნისს დადებული შიდა ავტონომიების ხელშეკრულების თანახმად შეინარჩუნა კონტროლი ტუნისის გარკვეულ ტერიტორიებზე. ეს ტერიტორიები იყო ქალაქი ბიზერტა და ტუნისის სამხრეთი ნაწილი. 1956 წლის 22 მარტს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ორ დღეში, ტუნისის პრეზიდენტმა ჰაბიბ ბურგიბამ გამოაცხადა, რომ მისი მიზანია ფრანგული ჯარის გასვლა ტუნისის მთელი ტერიტორიიდან. ტუნისის სამხრეთიდან საფრანგეთის ჯარი გავიდა 1958 წელს, ხოლო ბიზერტა კვლავ რჩებოდა საფრანგეთის ხელში, როგორც საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სტრატეგიული ბაზა.
კონფლიქტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1961 წლის 27 თებერვალს ჰაბიბ ბურგიბა შეხვდა შარლ დე გოლს. აღნიშნულ შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბიზერტის ბაზის არსებობა სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია საფრანგეთის თავდაცვისათვის.
4 მაისს ფრანგმა ადმირალმა მორის ამანმა განუცხადა ტუნისის მთავრობას, რომ დაიწყო ასაფრენი ბილიკის გაფართოება, რომელიც 1,5 მეტრით გადადიოდა ტუნისის კუთვნილ ტერიტორიაზე. პრაქტიკულად გაფართოება უკვე დაწყებული იყო 15 აპრილს, გაფრთხილების გარეშე. ბურგიბამ საპასუხო ნაბიჯები გადადგა: ეროვნულმა გვარიდიამ ტუნისელი მუშები აიძულა შეეჩერებინათ მუშაობა. 15 ივნისს პრაქტიკულად შეწყდა ასაფრენ ბილიკზე მუშაობა, ხოლო საბოლოოდ 24 ივნისს ადმირალმა ამანმა გასცა ბრძანება მშენებლობის შეწყვეტის შესახებ.
შემდეგ ტუნისმა ააგო დამცავი კედელი ბაზის პერიმეტრზე, რომელმაც საფრანგეთის უკმაყოფილება და სიტუაციის დაძაბვა გამოიწვია. 6 ივლისს ბიზერტაში გაიმართა მრავალათასიანი მიტინგი ჯარის გაყვანის მოთხოვნით. დე გოლისთვის მსგავის ზეწოლა მიუღებელი აღმოჩნდა. 7-13 ივლისს მთელი ტუნისის ტერიტორიაზე გაიმართა მიტინგები, სადაც მოხალისებმა გამოთქვეს ბიზერტის დაცვის სურვილი. ბაზის მთელ პერიმეტრზე სანგრები გათხარეს. ბაზის სამხედრო მომსახურეთა რაოდენობა 7 700 კაცს მოითვლიდა.
13 ივლისს ტუნისის არმია საომარ მზადყოფნაში მოიყვანეს. 19 ივლისს ტუნისის სამმა ბატალიონმა არტილერიის მხარდაჭერით დაიკავეს პოზიციები. საფრანგეთის პრეზიდენტმა მიიღო ბიზერტაში შეჭრის გადაწყვეტილება. 21-22 ივლისის ღამეს გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა, სადაც განიხილეს ტუნისში შექმნილი სიტუაცია. 22 ივლისს ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას. ფრანგულმა მხარემ შეწყვიტა საომარი მოქმედებები. 23 ივლისის დილის რვა საათზე ძალაში შევიდა ცეცხლის სრული შეწყვეტის ხელშეკრულება.
საბოლოოდ ფრანგულმა ფლოტმა ბიზერტა დატოვა 1963 წლის 15 ოქტომბერს. აღნიშნული დღე ტუნისის ეროვნული დღესასწაულია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Sébastien Abis, Bizerte, otage de l'histoire, L'Harmattan, coll. Histoire et perspectives méditerranéennes, Paris, 2011. ISBN 9782296554009 (ფრანგული)
- Tahar Belkhodja, Les trois décennies Bourguiba, Publisud, Paris, 1998 (ფრანგული)
- Noureddine Boujellabia, La Bataille de Bizerte, Sud Éditions, Tunis, 2004. ISBN 9973844416 (ფრანგული)
- Omar Khlifi, Bizerte, MC-Editions, Carthage, 2001. ISBN 9973807197 (ფრანგული)