ბიზანტიის იმპერია ლეონიდების მმართველობისას

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიზანტიის იმპერიის ისტორია
ბიზანტიის ტერიტორიული ცვლილებები
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
წინა პერიოდი
რომის იმპერია (დომინატი)
ადრეული პერიოდი (330-717)
კონსტანტინიანების და ვალენტინიანების დინასტიები
თეოდოსიანიდების დინასტია
ლეონიდების დინასტია
იუსტინიანიდების დინასტია
ჰერაკლიდების დინასტია
ოცწლიანი ანარქია
შუა პერიოდი (717–1204)
ისავრიელების დინასტია
ნიკიფორიანთა დინასტია
ამორეული დინასტია
მაკედონელთა დინასტია
დუკების დინასტია
კომნენოსების დინასტია
ანგელოსების დინასტია
გვიანი პერიოდი (1204-1453)
მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა და ფრანკოკრატია
ბიზანტიის მემკვიდრე სახელმწიფოები (ნიკეის იმპერია, ტრაპიზონის იმპერია და ეპირის დესპოტატი
პალეოლოგოსების დინასტია
კონსტანტინოპოლის დაცემა
  •  •  

აღმოსავლეთ რომის იმპერია 457 წლიდან, ლეონ I-ის ტახტზე ასვლიდან, 518 წლამდე, ანასტასიოსის გარდაცვალებამდე, ლეონიდების დინასტიის მიერ იმართებოდა. ლეონიდების დინასტიის მმართველობას დაემთხვა დასავლეთ რომის იმპერიის დაქვეითება და დაცემა. დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, იმპერატორმა ზენონმა გააუქმა დასავლეთ რომის იმპერატორის ტიტული და საკუთარი თავი რომის იმპერატორად გამოაცხადა. აღმოსავლეთ რომის იმპერია კიდევ რანდემინე საუკუნე იარსებებს და შემდგომი დინასტიები უამრავ ძალისხმევას ჩადებენ ისტორიული რომის დასავლეთ საზღვრების გათავისუფლების მიზნით.

ლეონიდთა დინასტიის წარმომადგენელი 474 წლიდან, მის გაუქმებამდე, 480 წლამდე, დასავლეთ რომის იმპერიასაც მმართავდა.

ლეონ I და ლეონ II, 457-474[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერატორი მარკიანეს გარდაცვალებისა და თეოდოსიანიდების დინასტიის დასრულების შემდეგ, რომის ახალ იმპერატორად ლეონ I ინიშნება, რომელიც ტახტზე წარმოშობით ალანმა გენერალმა ასპარმა აიყვანა, ეს უკანასკნელი აღმოსავლეთ რომის იმპერიის მთავარსარდალი იყო და იგივე როლით სარგებლობდა, როგორც ეს დასავლეთ რომის იმპერიაში რიციმერს გააჩნდა, რომელიც ასევე მარიონეტ იმპერატორებს ნიშნავდა. ასპარს სჯეროდა, რომ ლეონ I სუსტი მარიონეტი იქნებოდა, თუმცა ასპარისა და მისი ვაჟის 471 წლის აჯანყებაში მკვლელობის შემდეგ, ლეონი დამოუკიდებელ მმართველად ჩამოყალიბდა, რის შედეგადაც აღმოსავლეთ რომის იმპერიის მმართველობის სადავეები რომაელებს დაუბრუნდათ, სადაც ისინი საუკუნეების განმავლობაში დარჩნენ[1].

ლეონის ტახტზე ასვლის დროიდან დასავლეთ რომის იმპერია თითქმის სრულიად განადგურდა. თუმცა ის დროებით აღდგა იმპერატორი მაიორიანეს მმართველობისას. მისი მმართველობის დროს, დაახლ. 460-იან წლებში, დასავლეთ რომის იმპერია შემოიფარგლებოდა გალიით, იტალიით და ილირიის ნაწილებით. ლეონმა სცადა ვანდალებისგან ჩრდილოეთ აფრიკის გათავისუფლება. ეს კამპანია წარუმატებელი აღმოჩნდა[2] და ჩრდილოეთ აფრიკა იმპერიის კონტროლს მიღმა დარჩა იქამდე, სანამ მას იუსტინიანე I შემოიერთებდა VI ს-ის პირველ ნახევარში..

ლეონ I არის ერთ-ერთი უპირველესი იმპერატორი რომელსაც სამეფო გვირგვინი არა სამხედრო პირმა, არამედ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დაადგა, რომელიც საეკლესიო იერარქიას წარმოადგენდა. ეს ცვლილება შემდგომში მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში ტრადიციის სახით დარჩა, რამაც კორონაციის რიტუალს რელიგიური ბუნება შესძინა და ჩაანაცვლა მისი სამხედრო ხასიათი.

ისავრიელებთან კავშირის დამყარებისთვის, ლეონი მისი ქალიშვილი არიდნე ტარასიკოდისაზე დაარქორწინა, რომელიც, 466 წელს ზენონის სახელით გახდა ცნობილი. 474 წეს ლეონ I-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე, არიადნესა და ზენონის ვაჟი ლეონ II ავიდა, რომელიც მალევე გარდაიცვალა და სულ რაღაც 11 თვე მეფობდა. მის ნაცვლად ტახტზე ზენონი ავიდა.

ზენონი და ბასილისკოსი, 474-491[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზენონის მმართველობა დასავლეთ რომის დაცემას დაემთხვა. დასავლეთ რომის იმპერიის დასასრული სხვადასხვაგვარად თარიღდება, ხშირად მას 476 წლით ათარიღებენ, ეს არის ზენონის მმართველობის ადრეული პერიოდი, როდესაც გერმანული წარმოშობის რომაელმა გენერალმა ოდოაკრმა დაამხო დასავლეთ რომის ტიტულარული იმპერატორი რომულუს ავგუსტულუსი და მის ნაცვლად, ყოფილი იმპერატორი, იულიუს ნეპოტი დანიშნა, რომელსაც ასევე ზენონი უჭერდა მხარს, და მისი სახელით განაგებდა იტალიას. ნეპოტი არ დაბრუნებულა იტალიაში, მაგრამ ის მაინც იწოდებოდა დასავლეთ რომის იმპერატორად მიუხედავად იმისა, რომ ის იმპერიას, მის გარდაცვალებამდე, 480 წლამდე, ფაქტიურად მხოლოდ დალმაციიდან მმართავდა.

იულიუს ნეპოტის გარდაცვალების შემდეგ, ზენონი ოდოაკრის სუვერენი გახდა. ზენონმა პირველად 85 წლიანი დაყოფის შემდეგ იურიდიულად გააერთიანა დასავლეთ და აღმოსავლეთ რომის იმპერიის ტიტულები და რომის იმპერატორად გამოცხადდა. ეს ტიტული მოგვიანებით არასდროს არ გაყოფილა.

ოდოაკრი მეტწილად დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა, რის გამოც ზენონი დაუკავშირდა ოსტგუთებს თეოდორიხის მართველობის ქვეშ, რომლებიც იმჟამად მეზიაში სახლობდნენ. ზენონმა გუთების მეფე „იტალიის მთავარსარდლის“(magister militum per Italiam) სახით გაგზავნა იტალიაში. 493 წელს თეოდორიხმა ოდოაკრი დაამხო. თეოდორიხის მიერ იტალიის დაპყრობით ზენონმა ნომინალურად შეინარჩუნა უპირატესობა დასავლეთ რომის მიწებზე.

375 წელს ზენონი დროებით ტახტიდან ჩამოაგდო ბასილისკოსმა, მაგრამ 12 თვის შემდეგ ისევ აღიდგინა ძალაუფლება. ზენონმა ბასილისკოსი და მისი ოჯახი ციხესიმაგრეში გამოკეტა, სადაც ისინი შიმშილისაგან დაიხოცნენ.

ანასტასიოს I, 491-518[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

491 წელს ანასტასიოს I ტახტზე ავიდა იმპერატორ ზენონის გარდაცვალების შემდეგ. ზენონის მეუღლის არიადნეს დახმარებით. რომელმაც მალევე იქორწინა მასზე. ანასტასიუსი გამოცდილი რეფორმატორი და ადმინისტრატორი აღმოჩნდა, რომელმაც წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად მმართველობის ბოლოსათვის ხაზინა 23 000 000 სოლიდუსით (დაახლ. 230000 გირვანქა ოქრო, დღევანდელი საზომით 100 ტონაზე მეტი) გაამდიდრა.

ანასტასიუსი იუსტინე I-მა ჩაანაცვლა.

იმპერატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Treadgold (1997), 152–155
  2. Cameron (2000), 553

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]