შინაარსზე გადასვლა

ბიბლიოფობია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩინეთის პირველმა იმპერატორმა, ცინ შიხუანდმა, წიგნების განადგურების ბრძანება გასცა, რადგან კონფუციანური იდეების გავრცელების ეშინოდა.

ბიბლიოფობია (ბერძ. βιβλίον ბიბლიონ — „წიგნი" და φόβος ფობოს – „შიში“) —წიგნების მიმართ შიშის ან ზიზღის გრძნობა .[1] ტერმინს ორი დაკავშირებული, თუმცა განსხვავებული მნიშვნელობა გააჩნია. ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიაში ნიშნავს წიგნების ან კითხვის მიმართ ირაციონალურ შიშს. ეს ფობია მიეკუთვნება შფოთვით აშლილობას.[2] კულტურულ-ისტორიულ კონტექსტში, ტერმინი აღწერს გავლენას, რომელიც წიგნებმა მოახდინა საზოგადოებაზე ან კულტურაზე, რამაც გამოიწვია ცენზურა და წიგნების განადგურება.[3]

ბიბლიოფობია ბიბლიოფილიის — წიგნების სიყვარულის ანტონიმია. სიტყვა წარმოიშვება ბერძნული სიტყვიდან „biblion“ (βιβлівν), რაც ნიშნავს „წიგნს“.[1]

ისტორია და კულტურული გამოყენება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერმინი პირველად გამოიყენა თომას ფროგნალ დიბდინმა, თავის ნაშრომში „Bibliophobia“ 1832 წელს. წიგნში ავტორი საუბრობს იშვიათი წიგნების შეგროვებისადმი ხალხის ინტერესის დაკარგვას.[4]

1999 წელს კოლეჯის პროფესორმა ტომ შიპიმ განიხილა ბიბლიოფობია შუა საუკუნეებში. პროფესორი აღნიშნავს, რომ მოვლენა წარმოიშვა მაშინ, როდესაც წერა-კითხვის მცოდნე მაღალი ფენის წარმომადგენლები წერილობითი ტექსტების (რელიგიური თუ სამართლებრივი დოკუმენტების) ფლობით სარგებლობდნენ და ამით წერა-კითხვის უცოდინარ მასებში შიშს თესავდნენ და ბრძანებებს გასცემდნენ.[3][5]

სარა ჩიჰაიას 2025 წლის პულიცერის პრემიაზე ნომინირებულ მემუარში Bibliophobia ავტორის ცხოვრების მთავარ გარდამტეხ წიგნად ტონი მორისონის „The Bluest Eye"-ს ასახელებს, რომელმაც თეთრკანიანების კლივლენდის გარეუბანში გატარებულ სასკოლო წლებში საკუთარი იაპონურ-ამერიკული იდენტობის შესახებ ღრმა განცდები გამოააშკარავა.[6]

ბიბლიოფობიის მაგალითების შესანიშნავი ნიმუშია გადმოცემული რეი ბრედბერის წიგნში „451º ფარენჰაიტით".[7][8]

  1. 1 2 "bibliophobia, n.", Oxford English Dictionary (Oxford University Press), 2024-02-06, , https://oed.com/dictionary/bibliophobia_n. წაკითხვის თარიღი: 2026-04-22
  2. Bibliophobia (Fear of Books) (March 22, 2022). ციტირების თარიღი: 22 April 2026
  3. 1 2 Jackson, Holbrook (1932), The Fear of Books, University of Illinois Press, ISBN 9780252070402
  4. Dibdin, Thomas Frognall (2010-06-24). Bibliophobia. Cambridge University Press. ISBN 978-1-108-01559-2. 
  5. Shippey, Tom (2001), Bibliophobia: hatred of the book in the Middle Ages, Birkbeck College
  6. Sarah Chihaya|The Pulitzer Prizes
  7. The History of Science Fiction - Adam Roberts - Google Books (p.388)
  8. The Pulpy Roots of ‘Fahrenheit 451’|The Russel Kirk Center