შინაარსზე გადასვლა

ბიატრის უები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიატრის უები
დაბ. თარიღი 22 იანვარი, 1858(1858-01-22)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი Standish
გარდ. თარიღი 30 აპრილი, 1943(1943-04-30)[7] [2] [3] [4] [5] [6] (85 წლის)
გარდ. ადგილი Liphook[8]
დასაფლავებულია უესტმინსტერის სააბატო
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ეკონომისტი[8] [9] , სოციოლოგი, პოლიტიკოსი, ისტორიკოსი, social reformer, suffragist და მწერალი
მეუღლე სიდნი უები[10]
მამა Richard Potter[4] [10]
დედა Lawrencina Heyworth[4] [10]
ჯილდოები ბრიტანეთის აკადემიის წევრი

ბიატრის უები[11] [ინგლ. Beatrice Webb, ქალიშვილობის გვარიპოტერი (ინგლ. Potter); დ. 22 იანვარი, 1858, სტენდიში — გ. 30 აპრილი, 1943, ლიპჰუკი] — ინგლისელი ეკონომისტი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე. ინგლისელი ეკონომისტისა და ისტორიკოსის სიდნი უების მეუღლე და მისი წიგნების თანაავტორი.

ბიატრის უები დაიბადა, ადვოკატ რიჩარდ პოტერის ოჯახში. ის თვითნასწავლი იყო. მასზე დიდი გავლენა მოახდინა ჰერბერტ სპენსერის იდეებმა.

1882 წელს პირველად იგი ცოლად გაყვა პოლიტიკოს ჯოზეფ ჩემბერლენს, რომელსაც ოთხი წლის შემდეგ განშორდა. 1892 წელს იგი მეორეჯერ დაქორწინდა სიდნი ჯეიმზ უებზე და გახდა მისი თანამოაზრე და თანაავტორი, იზიარებდა მის სოციალურ-პოლიტიკურ შეხედულებებს ფაბიანური სოციალიზმის შესახებ.

ის იყო ღარიბების შესახებ კანონების სამეფო კომისიის წევრი (1905-1909) ჰელენ ბოსანკესთან ერთად.

1932 წელს სიდნი და ბიატრის უები სტუმრად იმყოფებოდნენ სსრკ-ში და 1935 წელს გამოაქვეყნეს „საბჭოთა კომუნიზმი - ახალი ცივილიზაცია?“ (ტომები 1–2, 1935; რუსული თარგმანი, ტომები 1–2, 1937), რომელიც საზოგადოებამ კარგად მიიღო და მალევე გამოიცა სსრკ-ში. თუმცა, ისტორიკოსმა ა. ჯ. პ. ტეილორმა მას „რუსეთის შესახებ ოდესმე დაწერილი ყველაზე აბსურდული წიგნი“ უწოდა.

ბიატრის უებმა დატოვა უზარმაზარი ლიტერატურული მემკვიდრეობა, მრავალი სტატია და არაერთი ნაშრომი. მათ შორისაა ფუნდამენტური „პროფკავშირების ისტორია“ (1894, ახალი გამოცემა - 1920) დიდ ბრიტანეთში პროფკავშირული მოძრაობის განვითარების შესახებ და „ინდუსტრიული დემოკრატია“ (1897), რომლის პირველი ტომი მან რუსულად თარგმნა, ხოლო მეორე ტომის თარგმანი ვ. ი. ლენინმა რედაქტირება გაუკეთა ახალი სათაურით „ინგლისური პროფკავშირების თეორია და პრაქტიკა (ინდუსტრიული დემოკრატია)“ (ტომები 1–2, 1900–1901). სიდნი და ბიატრის უების ნაშრომებმა გავლენა მოახდინა სოციალური რეფორმების მრავალ თეორეტიკოსზე.

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #118806378 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Find a Grave — 1996.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Lundy D. R. The Peerage
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 A Historical Dictionary of British Women — 2 — Routledge, 2003. — P. 451. — ISBN 978-1-85743-228-2
  7. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  8. 8.0 8.1 Encyclopædia Britannica
  9. Henderson J. P. A Biographical Dictionary of Women Economists — გვ. 464–470. — ISBN 1-85278-964-6
  10. 10.0 10.1 10.2 Kindred Britain
  11. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : 3 ტომად / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - თბ. : ფანტაზია, 2006