ბიარმია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბიარმია (რუს. Биармия) — ქვეყანა (მხარე) რუსეთის ევროპული ნაწილის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში, განთქმული იყო ბეწვეულით, ვერცხლითა და მამონტის ძვლით. ცნობილია IX–XIII საუკუნეების სკანდინავიური და რუსული თქმულებების მიხედვით. ზოგიერთი მკლევარი ფიქრობს, რომ ბიარმია ანუ ბიარმალანდი (ნორვ. Bjarmeland) თეთრი ზღვის სანაპიროს, დვინის მიწის სკანდინავიური სახელწოდებაა. სხვანი ბიარმიას „დიდ პერმთან“ აიგივებენ.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბიარმია // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 354.