ბიარიცი
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ბიარიცი Bayonne | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| რეგიონი | ახალი აკვიტანია | ||||
| დეპარტამენტი | ატლანტური პირენეები | ||||
| კოორდინატები | 43°29′08″ ჩ. გ. 1°33′19″ დ. გ. / 43.48556° ჩ. გ. 1.55528° დ. გ. | ||||
| პირველი ხსენება | XII საუკუნე | ||||
| ფართობი | 11,66 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 0–85 მ | ||||
| მოსახლეობა | 25 404[1] კაცი (2017) | ||||
| სიმჭიდროვე | 2200 კაცი/კმ² | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
| სატელეფონო კოდი | 559 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 64200 | ||||
| ოფიციალური საიტი | http://www.biarritz.fr[2] | ||||
ბიარიცი[3][4] (ფრანგ. Biarritz [bjaʁits], ბასკ. Biarritz [bi.arits̻] — „ორი კლდე“[4] ან Miarritze [mi.arits̻e], ოქსიტ. Biàrritz [ˈbjarits]) — ზღვისპირა კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში. 25 404 მცხოვრები (2017).[1] მდებარეობს ბისკაის ყურის ნაპირზე, პირენეების ძირში, ვერცხლის ნაპირის ფარგლებში, ქალაქ ბაიონიდან დასავლეთით. აეროპორტი.[5]
პირველად იხსენიება XII საუკუნეში, გაიზარდა მეთევზე-ვეშაპებზე მონადირეთა პატარა სოფლის ადგილზე. როგორც კურორტი განვითარდა XIX საუკუნის შუა ხანებიდან. გავრცელებულია ზღვიური ჰავა ძალიან რბილი ზამთრითა (იანვრის საშუალო ტემპერატურა დაახლ. 5 °C) და თბილი ზაფხულით (ივლისის საშუალო ტემპერატურა დაახლ. 20 °C). არის ფართო ქვიშის პლაჟები, აგრეთვე მინერალური წყაროების ქლორიდული ნატრიუმიანი წყლები ბრისკში (ბიარიციდან 20 კმ), რომლებიც ხელს უწყობს მოძრაობის, სუნთქვის ორგანოების, პერიფერიული ნერვების დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის მკურნალობას. თალასოთერაპიის ცენტრი. მუზეუმები: საზღვაო, მინიატურული ავტომობილების. ზღვის ძუძუმწოვართა შესწავლის ცენტრი. კაზინო. ბიარიცის სიახლოვესაა კურორტი სენ-ჟან-დე-ლიუზი.[5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Populations légales 2017. INSEE. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2020.
- ↑ Annuaire de service-public.fr
- ↑ საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989. — გვ. 39.
- 1 2 ელერდაშვილი ა., ბიარიცი // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
- 1 2 Аксёнова Л. А. БИАРРИЦ // Большая российская энциклопедия. т. 3. — М., 2005. — стр. 448.